ქართველი მარცხენა მცველი შვედეთს მიაშურებს.
იბერიას 21 წლის მარცხენა მცველი, საბა მამაცაშვილი კარიერას შვედურ ,,სირიუსში” გააგრძელებს.
როგორც ,,Geo Team”-ის სოციალური ქსელის ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, რომელიც ქართველი ფეხბურთელების გარშემო განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე სანდო წყაროა, ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტს 2.5+1 წლიანი სისტემით გააფორმებს.
,,იბერიას” მარცხენა მცველი შვედეთში აგენტთან და კლუბის პრეზიდენტთან ერთად კონტრაქტის შესათანხმებლად მალევე გაემგზავრება.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ,,იბერია” აღნიშნულ ტრანსფერში თანხას მიიღებს, რაც ბუნებრივია, რომ კლუბს წაადგება. უკანასკნელ ათწლეულში საბურთალოს/იბერიას აკადემია კარგად მუშაობს და როგორც ახალგაზრდულ, ასევე დიდ ნაკრებსაც ბევრი კარგი ფეხბურთელი მიაწოდა. საბაც 21 წლამდელდა ნაკრების სტაბილური წევრია. იმედია, მამაცაშვილიც მორიგი წარმატებული ,,აღზრდილი” იქნება და ქართულ ფეხბურთში თავის კვალს დატოვებს.
წარმატებები საბა მამაცაშვილს!











