მარჯვენა მცველს ეგვიპტესთან გამართული ამხანაგური მატჩი ძვირად დაუჯდა.
კარლო ანჩელოტის გაწვრთნილ ბრაზილიის ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. სამწუხაროდ, ეგვიპტის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ მატჩში ბრაზილიელებს მარჯვენა მცველი, ვესლი ფრანკა გამოაკლდათ, რომელმაც მე-17 წუთზე ტრავმა მიიღო და ის დანილომ შეცვალა. სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ ვესლის ტრავმა მძიმეა და ის სამუნდიალო განაცხადში აღარ იქნება.
ვესლის, რომელიც რომაში თამაშობს, ანჩელოტი ძირითადიდს მარჯვენა მცველად განიხილავდა, თუმცა ახალი კანდიდატების ძებნა მოუწევს. რაც არ უნდა გასაკვირი იყო, ბრაზილიის ნაკრებში განაპირა მცველების პოზიცია ყველაზე პრობლემურია და ვესლის ტრავმა ამას მხოლოდ გაამწვავებს.

უკვე ცნობილია, რომ ვესლის ნაცვლად განაცხადში ბერგამოს ატალანტას ნახევარმცველი, ედერსონი ჩაანაცვლებს, რომელიც ცალი ფეხით უკვე მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია.
იმედია, ვესლი მალო გამოჯანმრთელდება!











