Centered Image

თორნიკემ ნახევარფინალი მაგრად დაიწყო

ჩვენი ნაკრების კაპიტანმა შერმადინის გუნდელები სასტიკად დაატერორა.

ესპანეთის ACB ლიგაში ნახევარფინალური სერიები დაიწყო. თორნიკე შენგელიას ბარსელონა გიორგი შერმადინის ტენერიფეს გადაეყარა. სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრების ლეგენდარულ ცენტრს გულის არითმია ჰქონდა და ამიტომ მიმდინარე სეზონში ის რეაბილიტაციის პროცესს გადის, თორნიკე შენგელია კი კარგ ფორმაშია და ეს სერიის პირველი მატჩში დაამტკიცა.

ბარსელონამ ტენერიფე საშინაო არენაზე 100:67 გაანადგურა. დიდწილად სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ თორნიკე შენგელიამ პარკეტზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა, თუმცა ამ დროში იმდენი მოასწრო, რომ მატჩის MVP გახდა. შენგელიამ 14 ქულა, 7 მოხსნა და 4 ასისტი ისე გააკეთა, რომ თამაშიდან მხოლოდ 1 სროლა ააცილა, ისიც სამქულიანი.

ბარსელონადან ყველაზე მეტი, 18 ქულა დარიო ბრიზუელამ ჩააგდო, ტენერიფეს კი 16 ქულითა და 6 მოხსნით კევინ იებო ლიდერობდა.

ბარსელონამ სერია სათავისოთ, იდეალურად გახსნა. მომდევნო მატჩი 11 ივნისს, ისევ ბარსელონაში გაიმართება და იმედია, რომ თოკო ისევ დადებს იმ შედეგს, როგორიც შეუძლია.

წარმატებები თორნიკე შენგელიას!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading