Centered Image

იანიკი ნოლეს დაეწია

სინერი, კიდევ ერთ რეკორდს უახლოვდება.

საშინაო მასტერსის მერვედფინალში, თანამემამულე პელეგრინოს იოლი დამარცხებით 6:2, 6:3, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ჯოკოვიჩის მიღწევა გაიმეორა.

ათასიან ტურნირებზე, იტალიელმა ზედიზედ 31-ე შეხვედრა მოიგო. ნოვაკმა ეს მაჩვენებელი 2011 წელ დააფიქსირა, როდესაც “ინდიან უელსიდან” “ცინცინატის” ჩათვლით 31 მატჩი მასტერსებზე ზედიზედ მოიგო.

იანიკის სერია გასულ სეზონში, პარიზის მასტერსზე დაიწყო. შეგახსენებთ, მას უკვე აქვს ზედიზედ ხუთი ათასიანთა კატეგორიის ტურნირი მოგებული, რაც ასევე ნოლეს რეკორდის გაუმჯობესება იყო.

გარდა ამისა, იანიკმა ზედიზედ 26 მატჩი მოიგო ყველა ტურნირის გათვალისწინებით, რაც მისი კარიერის ყველაზე ხანგრძლივ სერიას წარმოადგენს.

მასტერსებზე მიჯრით 32-ე და სარეკორდო მოგებისთვის, სინერი, ანდრეი რუბლიოვთან იბრძოლებს. რუსმა, მეოთხედფინალური საგზურისთვის ბრძოლაში ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა. რუბლიოვთან ურთიერთშეხვედრებში, იანიკი 7:3-ს იგებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading