დანიელი წესრიგშია.
უკრაინასთან ამხანაგური მატჩის დროს, დანიის ნაკრების ლიდერმა გონება კვლავ დაკარგა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მას ექიმები დახმარებას უჩენდნენ, რის შემდეგაც ის მოედნიდან გაიყვანეს. შეხვედრა, საბოლოო ჯამში, დასრულებული არ იყო (შეწყდა 2:1-ზე, დანიის სასარგებლოდ, 65-ე წუთზე).
შემთხვევას ჯერ დანიის ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნახევამრცველი გონზეა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მოგვიანებით კი განცხადება ნაკრების ექმიმმაც გააკეთა:
“კრისტიანმა გონება ცოტა ხნით დაკარგა, თუმცა კარდიოსტიმულატორმა თავისი საქმე იდეალურად შეასრულა. ამ მომენტისთვის, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობას გადის. მის ექიმებთანაც მუდმივ კავშირში ვართ.
კრისტიანმა მთხოვა გადმომეცა, რომ მას ყველაფერი წესრიგში აქვს.” განაცხადა ნაკრების ექიმმა, მორტენ ბოესენმა.
შეგახსენებთ, რომ ერიკსენმა,2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ფინეთის წინააღმდეგ მატჩში გულის შეტევა გადაიტანა, რის შემდეგაც თამაშის უფლება (ისიც არა ყველა ჩემპიონატში) მხოლოდ კარდიოსტიმულატორის იმპლანტირების შემდეგ მიიღო.











