Centered Image

კვარას ახალი მეწყვილე?

“პსჟ” ალვარესისთვის ბრძოლაში ჩაერთო, თანაც სერიოზული წინადადებით.

El Chiringuito-ს ინფორმაციით, პარიზული კლუბი მზადაა “ბარსელონას” და “არსენალის” წინადადება 1.5-ჯერ გაზარდოს და არგენტინელი შემტევი ხელში ჩაიგდოს.

გამოცემის ცნობით, 26 წლის თავდამსხმელის გადმოყვანა გუნდს ლუის ენრიკემ სთხოვა. ესპანელი სპეციალისტი აღფრთოვანებულია ალვარესის უნივერსალიზმით და შემტევ ტალანტთან ერთად შავი სამუშაოს შესრულების უნარებით. ენრიკეს აზრით, ალვარესი იდეალურად ჩაჯდებოდა გუნდის სქემაში.

ამავდროულად აღინიშნება, რომ როგორც ბრედლი ბარკოლაზე, ისე გონსალუ რამუშზე პრეტენზიას ინგლისური კლუბები გამოთქვამენ, ხოლო პარიზელებს, არ სურთ შემდეგი სეზონის დაყწება შემცირებული როტაციით.

აქამდე, ალავრესის გადმობირების სურვილი “არსენალმა” გამოთქვა, ხოლო “ბარსამ”, არგენტინელი, საერთოდაც მთავარ სამიზნედ დაასახელა. თუმცა El Chiringuito იტყობინება, რომ ალ-ჰელაიფი მზადაა ენრიკეს მხარი დაუჭიროს და ალვარესში კოლოსალური თანხა გადაიხადოს, რომელთან კონკურენციასაც ვერც “მეთოფეები” მოახერხებენ და ვერც “ბლაუგრანა”.

ჩემპიონთა ლიგის და ლა ლიგის 44 შეხვედრაში, ალვარესის აქტივში 18 გოლი და 7 ასისტია.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading