Centered Image

სამეფო რბოლას ახალი ჩემპიონი ჰყავს

კიმი ისევ შეუჩერებელია.

მონაკოს პრესტიჟულ გრან-პრის ახალი გამარჯვებული ჰყავს. კიმი ანტონელის მოგებათა სერია მონტე კარლოში გაგრძელდა და ხუთამდე ავიდა.

რბოლა ფერსტაპენის უიღბლობით დაიწყო. ნიდერლანდელს, სტარტზე ძრავა ჩაუქვრა, რის გამოც, ბოლიდის დაძვრაც კი ვერ მოხეხრდა.

მძიმედ წარიმართა რბოლა სახელოვანი მასპინძლისთვისაც. ლეკლერის ბოლიდს, მთელი უიკენდის განმავლობაში მუხრუჭებზე ჰქონდა პრობლემები, რის გამოც, ეტაპი შარლმაც ვერ დაასრულა.

ისევ უიღბლო გამოდგა რბოლა რასელისთვის. ბრიტანელმა, ორი სხვადასხვა პრობლემის გამო, ორი ჯარიმა მიიღო, მათ შორის მეორე პიტ ლეინზე გავლით, რის შემდეგაც ქულების მიღმა აღმოჩნდა.

გადაურჩა ჯარიმას ლიუის ჰემილტონი. ლეგენდარული ვეტერანი, ორჯერ გამოძიების ქვეშ იყო, თუმცა რბოლა უჯარიმოდ, მეორე პოზიციაზე დაასრულა.

მესამე ადგილი, მიუხედავად ბოლიდთან დაკავშირებული პრობლემებისა, აჯარმა დაიკავა და ამით, “რედ ბულს” რბოლა გადაურჩინა.

წარუმატებელი აღმოჩნდა მონაკოს გრან-პრი “მაკლარენისთვისაც”. პიასტრიმ, ეტაპი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა და პრობლემების მქონე აჯარს ბოლომდე ვერ გადაასწრო, ხოლო ნორისმა, ფერსტაპენის და ლეკლერის მსგავსად, ეტაპის დასრულება ვერ მოახერხა.

გარდა იმისა, რომ ანტონელიმ ზედიზედ მეხუთე სტარტი მოიგო, მონაკოს გრან-პრი, იტალიელმა, გრანდ სლემით დაასრულა და ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდაც გახდა, ვისაც ეს გამოუვიდა. თანაც, მაქსის რეკორდი, მან თითქმის ოთხი წლით გააუმჯობესა (2021 წლის ავსტრიის გრან-პრი). ფორმულა ერთსა და ბევრ სხვა სარბოლო სახეობაში, გრანდ სლემი ნიშნავს კვალიფიკაციის მოგებას, რბოლის პირველი წრიდან ბოლომდე ლიდერობას, ასევე საუკეთესო წრის დაფიქსირებას და რა თქმა უნდა, რბოლის მოგებას.

საერთო ჩათვლაში, კიმის უახლოესი მდევარი ლიუის ჰემილტონი გახდა, რომლის ჩამორჩენაც 66 ქულას შეადგენს. მესამეზე რასელია 68 ქულიანი დეფიციტით.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading