Centered Image

სანიოლი და კიტე ბაჰრეინთან მატჩამდე

ხვიჩა კაპიტნის რანგში მატჩს ძირითადიდან დაიწყებს.

5 ივნისს, 20:00 საათზე საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, რომელშიც ბაჰრეინს უმასპინძლებს.

მატჩისწინ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხა. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდა ოთარ კიტეიშვილიც.

ოთარ კიტეიშვილი გიზო მამაგეიშვილზე: “გიზის ადაპტაციამ იდეალურად ჩაიარა, გუნდში მისი დიდი იმედი აქვთ. ვფიქრობ, რომ მომავალ სეზონში მას უფრო კარგი შედეგები ექნება”.

ბაჰრეინთან მატჩზე და ერთა ლიგაზე: “სექტემბრის მატჩებისთვის მოსამზადებლად დიდი დრო არ გვაქვს. ყველა თამაში მნიშვნელოვანია. ბაჰრეინთან თამაში მოსაგებია, რადგან გამარჯვებები გვჭირდება. შედეგთან ერთად კარგი თამაშიც უნდა ვაჩვენოთ. ერთა ლიგის ჯგუფი მარტივი არ არის. ამ გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ. სანაკრებო დონეზე დადებითი შედეგები რთულად მიიღწევა და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. განსხვავებული ფორმატია და პირველი 4 თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს”.

ვილი სანიოლი ბაჰრეინთან მატჩზე: “კმაყოფილი ვარ შეკრებით. შედეგი ნამდვილად გვაქვს, ეს გამოჩნდა რუმინეთთან თამაშში. იმედია, რომ ბაჰრეინთან ბევრ გოლს გავიტანთ და გავიმარჯვებთ. ამ თამაშში 5-6 ცვლილება იქნება. ბაჰრეინმა ბოლო წლებში კარგი შედეგები დააფიქსირა. ვფიქრობ, ახალ გუნდთან თამაში კარგი იქნება. თამაშს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები იგივე პროფესიონალიზმით მოემზადებიან, როგორც რუმინეთთან. აქვე დავადასტურებ, რომ ბაჰრეინის ნაკრების წინააღმდეგ კარს ლუკა გუგეშაშვილი დაიცავს”.

ჩაკვეტაძის ტრავმაზე და კვარაზე: “ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა. ალბათ, ამ კვირაში ვარჯიშს განაახლებს. კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იქნება. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთან ერთადაა. რუმინეთთან საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმენით. შეტევის ბოლო ფაზაში გაგვიჭირდა. იმედია, ხვალაც იგივე მონდომებით ვითამაშებთ”.

ანდრია ბართიშვილზე: “მის თამაშს ვუყურე, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. წარმატების მისაღწევად კარგ ტექნიკურ თამაშთან ერთად საჭიროა აზროვნებაც. ამის ბრწყინვალე მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები გააგრძელებენ ზრდას, განვითარებას და წარმატებას მიაღწევენ”.

დაცვაზე: “ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვიცოდით, რომ რამდენიმე მცველი კარიერას ასრულებდა. რამდენიმე ფეხბურთელს უკვე მივეცით შანსი. ყოველთვის მნიშვნელოვანია, როგორ მოქმედებს მთლიანად გუნდი დაცვაში და როგორ ვმუშაობთ ერთად”.

ტრანსფერებზე: “მიქაუტაძე ვილიარეალს კარგად მოერგო და ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა. რაც შეეხება ლივერპულში მამარდაშვილის ტრანსფერს, ეს ყველას ძალიან გაგვიხარდა, თუმცა, მისი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად თამაში. ვურჩევდი, ისეთი გუნდი იპოვოს, რომელშიც სათამაშო პრაქტიკა ექნება.”

საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ რუმინეთთან ასევე ამხანაგურ შეხვედრაში ფრედ 1:1 ითამაშა. მომდევნო მატჩი ვილი სანიოლის გუნდს სექტემბერში, ერთა ლიგაზე ელის.

წარმატებები საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading