Centered Image

ქამბექი ფინალში და პირველი ოქრო საქართველოს – ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

-90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა, საქართველოს, პირველი პარიზული ოქრო მოუტანა.

ქათველმა, როგორც რეიტინგის პირველმა ნომერმა, საწყისი წრე გამოტოვა და მეტოქეების ტურნირიდან გამოყრას მერვედფინალიდან შეუდგა.

პირველი მსხვერპლი ბულგარელი ივაილო ივანოვი იყო. ბექაურს, საწყის შეხვედრაში, არ გასჭირვებია და ვაზარის შემდეგ, ბრძოლა მოგებამდე იოლად მიიყვანა.

მოსალოდნელზე მარტივი გამოვიდა ლაშასთვის მეოთხედფინალი, სადაც საკმაოდ ძლიერ და ტრადიციულად მეტოქეებისთვის უხერხული კორეული სკოლის წარმომადგენელს, ჰანს, წუთნახევარზე ნაკლებ დროში, იპონით მოუგო.

სირთულეები ნახევარფინალიდან დაიწყო. მეტოქედ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ტატო მოსახლიშვილი იყო. მატჩის მთავარ გმირად, ორ ქართველთან ერთად, ფინელი არბიტრი მოგვევლინა. მან ჯერ ორ-ორი ზესწრაფი შიდო დაურიგა ძიუდოისტებს, შემდეგ კი რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილებაც მიიღო ლაშას საწინააღმდეგოდ.

დამატებით დროში, ბექაურმა, იმდენად იაქტიურა, რომ ჰიეტარანტას აღარაფერი დარჩენოდა, იმის გარდა, რომ ტატოსთვის მესამე ყვითელი აენთო და ბექაური გამარჯვებულად ეღიარებინა.

რთულად წარმოსადგენი იყო, რომ ასეთ ნახევარფინალზე უფრო დრამატული იქნებოდა ფინალი, რომელშიც ბექაური გამოცდილ და ტიტულოვან იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა.

ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენელმა, ვაზარი მალევე შეგვისრულა და ლაშა ცოტა შოკშიც ჩააგდო. ამ შოკიდან გამოსვლას, ბექაურმა, სადღაც ორი წუთი მოანდომა, და წუთნახევრით ადრე, ულამაზესი ვაზარით ანგარიში გაათანაბრა.

დუელი იმდენად სანახაობრივი იყო, რომ ასეთ დროს ჩვეული ფრთხილი ტაქტიკა ორივემ დაივიწყა. გოლდენ სქორზე ფიქრის ნაცვლად, ხან ერთი რისკავდა, ხან მეორე, რაღაც მომენტში ჯერ ჩვენ ვიყავით მეორე ვაზართან ახლოს, შემდეგ, იაპონელი, ბოლოს კი ოთხადოთხი წამით ადრე ძირითადი დროის ამოწურვამდე, ბექაურმა შეხვედრის მომგები ვაზარით ააჟღერებინა საქართელოს ჰიმნი პარიზის “შამპ-დე მარს” არენაზე.

ბექაურის პარიზული ოქრო, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ოლიმპიადებზე მოპოვებული უმაღლესი სინჯის მე-11 მედალი იყო.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading