Centered Image

ალექს თოფურია საქმეში ერთვება

ზამთრის მიწურულს ალექსის მეტოქე ავსტრალიელი მებრძოლი იქნება.

ალექსანდრე თოფურიას UFC-სთან კონტრაქტის გაფორმების 5 თვის მანძილზე არაერთხელ მოგვისმენია მოსაზრებები იმაზე, თუ როდის მოხდება “El Cazador”-ის დებიუტი და ვინ გახდება მისი პირველი მეტოქე. როგორც იქნა, სპეკულაციების დრო მორჩა და უკვე ოფიციალურად შეგვიძლია გავავრცელოთ ინფორმაცია ილია თოფურიას უფროსი ძმის სადებიუტო ბრძოლაზე.

მაშ ასე – ალექსანდრე თოფურია შერეული ორთაბრძოლების მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ორგანიზაციაში დებიუტს 9 თებერვალს, ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში, UFC 312-ის ტურნირზე გამართავს. ქართველის პირველი მეტოქე კოდი ჰადონი გახდება. ავსტრალიელი მებრძოლისთვის (8-1) ეს UFC-ში რიგით მეორე შეხვედრა იქნება – ჰადონი ორგანიზაციაში Contender Series-ზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ მოხვდა და პირველი ბრძოლა 12 ოქტომბრის ტურნირზე, დენ არგეტას წინააღმდეგ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. აღსანიშნავია, რომ ჰადონისთვის ეს არის კარიერის პირველი მოგება გადაწყვეტილებით: მებრძოლის ანგარიშზე 5 KO/TKO და 2 საბმიშენია.

რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას, მისი კარიერის რეკორდი ამ მომენტისთვის 5 გამარჯვებასა და 1 წაგებას ითვლის. “El Cazador”-ის სტატისტიკა 3 KO/TKO და 2 საბმიშენია, ხოლო მისი ერთადერთი წაგება შორეულ 2015 წელს, მესამე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით მოხდა. ალექსანდრეს ბოლო ბრძოლა 2023 წლის მაისში გაიმართა და პირველივე რაუნდში ნოკაუტით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ალექსანდრე უმეტესწილად 63-65 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, თუმცა UFC-ში მაყურებელი მას სუპერმბსუბუქ დივიზიონში (61 კგ) იხილავს.

მოუთმენლად ველით “El Cazador”-ის ნანატრ დებიუტს და რა თქმა უნდა, წარმატებები ალექსანდრე თოფურიას!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading