Centered Image

დედოფალი იგა

იგა შვიონტეკმა მეოთხე როლან გარო მოიგო.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში, იტალიელი ჟასმინ პაოლინი, 68 წუთში, 6:2 6:1 გაანადგურა.

პოლონელი ჩოგბურთელისთვის ეს ზედიზედ მესამე და ჯამში მეოთხე როლან გარო იყო, ასევე მას მოგებული აქვს 2022 წლის ამერიკის ღია პირველობაც.

შვიონტეკისთვის ეს თიხის საფარზე მოპოვებული ზედიზედ მე-19 გამარჯვება აღმოჩნდა, რაც მისი კარიერის რეკორდია. ამ მაჩვენებლით ის როლან გაროს ისტორიაში სუფთა მეოთხე ადგილზე გადავიდა, ჩამორჩება რა მხოლოდ ჟუსტინ ენენს ( 24 მატჩი), მონიკა სელეშს ( 25 შეხვედრა) და კრის ევერტს, რომელსაც სარეკორდო ზედიზედ მოგებული 29 მატჩი აქვს საფრანგეთის ღია პირვბელობაზე. ევერტი ასევე საუკეთესოა როლან გაროს ჯამური ტიტულებით (9).

ასევე პოლონელი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვისაც როლან გაროს ოთხი ტიტული აქვს მოპოვებული. ამ მაჩვენებლით, 23 წლის იგამ, ლეგენდარულ ბელგიელს, ჟუსტინ ენენს გადაასწრო, რომელსაც ამდენივე გამარჯვება პარიზის კორტებზე 25 წლის ასაკში დაუგროვდა.

აღსანიშნავია, რომ შვიონტეკი, მეორე წრეში, ახლოს იყო მარცხთან, სადაც იგა, იაპონელ ნაომი ოსაკასთან, გადამწყვეტ სეტში 2:4-ს აგებდა და გამარჯვებისკენ გზაზე მატჩპოინტის გადარჩენაც მოუწია.

პოლონელმა, ამ ტიტულით, 2,4 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading