Centered Image

ბოიკოტი გრძელდება

რონალდუ თავს მიტოვებულად გრძნობს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, PIF-ით (არაბეთის საენვესტიციო ფონდი, რომელიც წამყვან გუნდებს ფლობს) უკმაყოფილების გამო, რონალდუ, კიდევ ერთი შეხვედრის გამოტოვას გეგმავს, ამჯერად საუბარია ტურის ცენტრალურ მატჩზე “ალ იტიჰადის” წინააღმდეგ, რომელიც ხვალაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, პორტუგალიელმა, უკანასკნელი მატჩი “ალ რიადთან” ბოიკოტის მიზეზით გამოტოვა. ამას, საფუძვლად რონალდუს მხრიდან კლუბის მისამართით გამოთქმული უკმაყოფილება მოჰყვა, ხოლო CBS Sport-ი მოთამაშის გარემოცვის წევრს დაუკავშირდა, რომელმაც მედიას, კრიშტიანუს შემდეგი სიტყვები გადასცა:

“თავს გუნდისგან მიტოვებულად ვგრძნობ. თუ ჯეროვნად ვერ დამაფასებენ, კლუბის შეცვლა პრობლემა არ იქნება”. აჟღერებს ანონიმური წყარო ფეხბურთელის სიტყვებს.

რონალდუ, “ალ ნასრისგან”, ითხოვს უფრო დიდ ინვესტიციებს და მეტი ხარისხიანი ლეგიონერის ყიდვას, ასევე წამყვანი მოთამაშეებისთვის ხელფასის გაზრდას.

შეგახსენებთ, რონალდუ, ამ მომენტისთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი არა მხოლოდ ფეხბურთელი, არამედ სპორტსმენიცაა. სეზონში ის 200 მილიონ დოლარს იღებს. CBS Sport-ის ინფრომაციით, “ალ ნასრის” ხელმძღვანელობაშიც, პორტუგალიელის მოქცევით შექმნილი უკმაყოფილება იზრდება. კლუბში მიიჩნევენ, რომ თუ ბოიკოტი გაგრძელდა, გუნდს საიმიჯო ზარალი მიადგება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading