Centered Image

ბორჯღალოსნების დამაჯერებელი გამარჯვება

კანადასთან მატჩში კოკერილი რამდენიმე ახალ სახეს ენდო და მოგებულიც გამოდგა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩების მეორე შეხვედრაც მოიგო და ისევ დამაჯერებლად, ამასთანავე, სანახაობრივად.

“ბორჯღალოსნებმა” კანადის მორაგბეთა ნაკრებს ბათუმში უმასპინძლეს და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს – 38:17. როგორც იცით, ნოემბრის ტესტ-მატჩების შემდეგ ჩვენი გუნდი მსოფლიო რეიტინგის 12 საუკეთესო ნაკრებში უნდა იყოს, რათა მსოფლიო თასზე შედარებით მარტივი წილისყრის იმედი გვქონდეს. სწორედ ამიტომ, ნოემბერში ყველა მოგებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

რიჩარდ კოკერილის გაწვრთნილმა გუნდმა თავიდანვე სწრაფი ლელო გაიტანა: შალვა აფციაურმა შესანიშნავად ითამაშა და მერვე წუთზე ანგარიში გახსნა. კანადელებმა 23-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს, პიტერ ნელსონმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 5:3. დემურ თაფლაძემ 3 წუთში ლელოთი გამოიჩინა თავი, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა – 12:3. მატჩის 36-ე წუთზე მსაჯმა ნაკრების კაპიტანი, ბექა გორგაძე მოედნიდან 10 წუთით ყვითელი ბარათის გამო გააძევა და “ბორჯღალოსნები” 10 წუთის განმავლობაში 14 მორაგბით თამაშობდნენ. აფციაურმა მატჩის 38-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანა და დუბლი გაიფორმა.

სამწუხაროდ, ტაიმის ბოლოს დავით აბდუშელიშვილმა ტრავმა მიიღო. იგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი თეთრაშვილი შევიდა. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 17:3 მოიგო.

ბორჯღალოსნებს” მეორე ტაიმის სტარტიც იდეალური ჰქონდათ: აფციაურმა 45-ე წუთზე მესამე ლელოც გაიტანა და აბჟანდაძემ გარდასახვა ისევ ზუსტად შეასრულა – 24:3. მატჩის 53-ე წუთზე აფციაურის პასით გიორგი კვესელაძემ ეროვნული ნაკრების მე-5 ლელო გაიტანა და უპირატესობა გაზარდა. აბჟანდაძე კვლავ ზუსტი იყო და სხვაობა 28 ქულამდე გაიზარდა – 31:3.

კანადელებმა ბროქ გალაჰერის ლელოთი სხვაობა შეამცირეს, ხოლო პიტერ ნელსონმა გარდასახვაც ზუსტად დაარტყა – 31:10. მატჩის 64-ე წუთზე თორნიკე ჯალაღონიამაც გამოიჩნა თავი, თედო აბჟანდაძემ კი გარდასახვა კიდევ ერთხელ დაარტყა ზუსტად – 38:10. კანადამ მატჩის ბოლოს კიდევ ერთი ლელო გაიტანა: შონ პარიმ 78-ე წუთზე გამოიჩინა თავი, ნელსონის გარდასახვა კი ისევ ზუსტი იყო. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 38:17 მოიგო და 22 ნოემბერს იაპონიის ნაკრებთან ბრძოლა ელის. მატჩი “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გაიმართება.

წარმატებები საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading