Centered Image

დავით ნინიაშვილის პრესტიჟული აღიარება

ბრიტანული “Daily Mail”-ის აზრით, ნინი სეზონის სუპერ-გუნდში ყოფნას იმსახურებს.

საქართველოს ნაკრების და ფრანგული “ლიონის” ვარსკვლავი, დავით ნინიაშვილი “Daily Mail”-ის მიერ შედგენილ 2024 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი მორაგბე ფულბეკის პოზიციაზე დაასახელეს, სადაც მან უძლიერეს კონკურენტებს აჯობა.

საინტერესოა, რომ საუკეთესო XV-ში ადგილი არ მოიძებნა ავსტრალიელი, ინგლისელი და უელსელი მოთამაშეებისთვის, ამასთან, ნინიაშვილი ერთადერთია, ვინც სიმბოლურ გუნდში ე.წ. მე-2 ეშელონის ნაკრებებს წარმოადგენს.

“Daily Mail”-ის კომენტარი დავით ნინიაშვილის თამაშზე: “მრავალმხრივი ტალანტი, რომელიც ევროპულ საკლუბო რაგბში კაშკაშებს და საქართველოს ნაკრებშიც გამორჩეულია სისწრაფის, მოქნილობის, ფეხით თამაშის, მებრძოლი სულისა და ფინიშერის ინსტიქტების წყალობით. 15 ნომრის პოზიციაზე ნინიაშვილი რამდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავის წინ დავაყენეთ: დამიან ვილემსეს სამხრეთ აფრიკის ნაკრებში ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და როტაციის მიღმაც ხშირად ხვდებოდა, უგო კინანმა ირლანდიელთა არაერთი თამაში გამოტოვა, ხოლო ავსტრალიელი ტომ რაიტის აღზევება უფრო წლის ბოლოსკენ დაიწყო”, – წერს Daily Mail.

22 წლის ნინიაშვილმა მიმდინარე სეზონში საკლუბო და სანაკრებო ასპარეზზე 15 მატჩი ჩაატარა და აქედან 14 შემთხვევაში მოედანზე შეუცვლელად იყო. დავითს ყველაზე შედეგიანი თამაში ნოემბერში “პოს” წინააღმდეგ ჰქონდა, როდესაც “TOP 14”-ის მორიგ შეხვედრაში მეტოქე 2-ჯერ დაალელოვა.

რაც შეეხება “Daily Mail”-ის მიერ შედგენილ წლის სიმბოლურ გუნდს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, საქართველო), 14. უილ ჯორდანი (კრუზეიდერსი, ახალი ზელანდია), 13. ტომასო მენონჩელო (ბენეტონი, იტალია), 12. ჯოსუა ტუისოვა (რასინგი, ფიჯი), 11. დუან ვან დერ მერვე (ედინბურგი, შოტლანდია), 10. ფინ რასელი (ბათი, შოტლანდია), 9. ანტუან დიუპონი (ტულუზი, საფრანგეთი); 1. ოქს ნჩე (შარკსი, სამხრეთ აფრიკა), 2. დენ შეჰანი (ლენსტერი, ირლანდია), 3. ტომა დუ ტოი (ბათი, სამხრეთ აფრიკა), 4. ებენ ეტზებეტი (შარკსი, სამხრეთ აფრიკა), 5. ტაჯ ბერნი (მიუნსტერი, ირლანდია), 6. უოლეს სიტიტი (ჩიფსი, ახალი ზელანდია), 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი (ვერბლიცი, ახალი ზელანდია), 8. ხუან მარტინ გონსალესი (სარასენსი, არგენტინა).

წარმატებები დავით ნინიაშვილს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading