Centered Image

პედრის ტრავმის ვერდიქტი ცნობილი გახდა

“ბარსელონას” ლიდერმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა, დეტალური გამოკვლევა ჩაიტარა.

ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში “სლავიასთან” 4:2 მოგებულ შეხვედრაში, პედრი, ტრავმის გამო 61-ე წუთზე შეიცვალა.

“მუნდო დეპორტივოს” ცნობით, ნახევამრცველს მარჯვენა ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული, თუმცა არა გაწყვეტილი, რის გამოც, 23 წლის ფეხბურთელი ძალიან ბევრსაც არ იუქმებს. გამოცემის ინფორმაციით, სრულფასოვანი დაბრუნება 4-5 კვირის ფარგლებშია მოსალოდნელი.

პედრისთვის ეს მიმდინარე სეზონში მიღებული მეორე ტრავმაა. აქამდე მან გარკვეული პერიოდი წვივის უკანა კუნთის დაზიანების გამო გამოტოვა. შარშან, პედრის, ასევე აწუხებდა კუნთის ტრავმები, 2021-22 წლების სეზონში კი საერთოდაც 100-ზე მეტი დღე იუქმა ფეხის კუნთის გაწყვეტის გამო.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading