Centered Image

ამაშუკელი ელიტარულ სიაშია

ახალგაზრდა ქართველი არბიტრი მსოფლიო რაგბიმ გამოარჩია.

რაგბის ყველაზე წარმატებული ქართველი არბიტრი, ნიკა ამაშუკელი მსოფლიოს საუკეთესო მსაჯების ათეულში მოხვდა. რეიტინგი პოპულარულმა სარაგბო პორტალმა, “Ruck.co.uk”-მა შეადგინა და ამაშუკელს მე-5 ადგილი მიუჩინა. აი, რას წერენ ქართველი რეფერის შესახებ:

“გამძლეობა ის მთავარი უნარია, რომელიც ამაშუკელის სამსაჯო კარიერას გასდევს. მისი გზა, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში თავადასხმიდან მსოფლიოს თასის მატჩებზე მუშაობამდე მიდის, ბევრისთვის არის შთაგონების წყარო. ყველა აღიარებს, რომ ის სამართლიანია და თამაშის არსში ძალიან კარგად ერკვევა. შესაძლოა, ამაშუკელის ზოგიერთი გადაწყვეტილება კამათს იწვევდეს, თუმცა, ღია კომუნიკაციის უნარი და გამბედაობა პატივისცემას იწვევს, როგორც ფანებში, ასევე – მორაგბეებში”.

უახლოეს პერიოდში ამაშუკელს მორიგი საპასუხისმგებლო ტესტები ელის: ის მთავარი მსაჯი იქნება 1 ნოემბერს, ინგლისისა და ავსტრალიის კლასიკურ ჯახზე, რომელსაც ლეგენდარული “თვიქენჰემი” უმასპინძლებს. დანარჩენ სამ შემთხვევაში, ამაშუკელს ასისტენტის რანგში ვიხილავთ: 8 ნოემბერს – საფრანგეთი-სამხრეთ აფრიკაზე, 15 ნოემბერს – საფრანგეთი-ფიჯიზე და 23 ნოემბერს – ინგლისი-არგენტინაზე.

“Ruck.co.uk”-ის მიედ შედგენილი ათეული სრულად ასე გამოიყურება:

1 – ბენ ო’კიფი (ახალი ზელანდია).

2 – ნიკ ბერი (ავსტრალია).

3 – ანგუს გარდნერი (ავსტრალია).

4 – ლუკ პირსი (ინგლისი).

5 – ჰოლი დევიდსონი (შოტლანდია). 

6 – ნიკა ამაშუკელი (საქართველო).

7 – ჯეიმს დოლმენი (ახალი ზელანდია).

8 – სარა კოქსი (ინგლისი).

9 – მაიკ ადამსონი (შოტლანდია).

10 – კარლ დიქსონი (ინგლისი).

წარმატებები ნიკა ამაშუკელს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading