ინგლისელმა ნახევარმცველმა შეიძლება მუნდიალიც გამოტოვოს.
ლონდონის არსენალის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ცნობილი ხდება, კრისტალ პალასიდან გადმობარგებულმა შემტევმა, ებერეჩი ეზემ ფეხის უკანა კუნთი დაიზიანა, რის გამოც საკუთარ გუნდს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

პირველადი ინფორმაციით, 27 წლის ინგლისელი ნახევარმცველი მინიმუმ ერთ თვეს იუქმებს, რის შემდეგაც ახალი გამოკვლევები ჩაუტარდება და ზუსტად გახდება ცნობილი თუ როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. სამწუხაროდ, დიდია ალბათობა ეზემ მსოფლიო ჩემპიონატიც გამოტოვოს, არადა, არსენალში ტრანსფერის შემდეგ ინგლისის ნაკრებშიც მოიკიდა ფეხი და ნელ-ნელა მნიშვნელოვან ფიგურად ყალიბდებოდა.
ებერეჩი ეზეს ანგარიშზე ამ სეზონში 43 ჩატარებული მატჩია, რა დროშიც ფეხბურთელმა 9 გოლის გატანა მოახერხა და 6 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.











