Centered Image

ბორჟღალოსნების თავკაცმა თანამდებობა დატოვა

ინგლისელი მწვრთნელი ქართულ რაგბის თბილი სიტყვებით დაემშვიდობა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ქართული სარაგბო ფრენჩაიზის, “შავი ლომის” მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქერილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია რაგბის კავშირმაც დაადასტურა.

54 წლის ინგლისელი სპეციალისტი ბორჯღალოსნების და “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპა ორჯერ მოიგო და 2027 წლის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა.

“მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს იმ პატივისთვის, რასაც ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრენჩაიზის, “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელობა ქვია. საქართველოში რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მომიწვია და ამ შესაძლებლობისთვის მას პირადად ვუხდი მადლობას.”

“2025 წლის აპრილში “საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი დავით კაჭარავა გახდა. მას საქართველოს ეროვნული ნაკრების განვითარების განსხვავებული ხედვა აქვს და მე პატივს ვცემ მის გადაწვეტილებას. წარმატებებს ვუსურვებ პირადად მას და მის გუნდს მომავალ საქმიანობაში.”

“ვამაყობ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული პერიოდით. მე შევქმენი მყარი ფუნდამენტი გუნდის მომავლისთვის და მას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე მანამდე იყო. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა გასაოცარი კულტურითა და თბილი, სტუმართმოყვარე ხალხით. მე უნიკალური სარაგბო და ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე” – განაცხადა ინგლისელმა რიჩარდ ქოქერილმა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. თებერვლის თვემდე ბორჯღალოსნებს მატჩი არ აქვთ ჩანიშნული. დიდი ალბათობით, იმ ახალი მწვრთნელის ვინაობას, ვინც ჩვენს მორაგბეთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოამზადებს, სწორედ თებერვლამდე გავიგებთ.

წარმატებები საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading