ბათუმში აშშ-ს ნაკრების დამარცხების შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ამჯერად კანადას უმასპინძლებს.
2025 წლის შემოდგომის ტესტების მეორე მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ბათუმში კანადას დაუპირისპირდება.
ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში, ბორჯღალოსნებმა ბათუმში აშშ-ს ნაკრებს უმასპინძლებს და მეტოქე სანახაობრივ მატჩში 43-30 დაამარცხეს. ამავე დღეს კანადა რუმინეთთან 21-31 დამარცხდა.
ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2017 წლის 11 ნოემბერს, თბილისში შეხვდნენ, სადაც ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს დამაჯერებლად, 54-22 აჯობეს. სარაგბო ისტორიაში კი სულ 7 ქართულ-კანადური დაპირისპირება გაიმართა, საიდანაც 4 საქართველომ, ხოლო 3 მეტოქემ მოიგო.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა შემდეგი იქნება:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. შალვა აფციაური (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).
მარქაფა:16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).
საქართველოს და კანადის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 15 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება და სტარტს 16 საათზე აიღებს.
წარმატებები საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს!











