რიჩარდ კოკერილის გაშვებიდან მალევე, როგორც ჩანს, ჩვენს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება.
ლეგენდარული ახალ ზელანდიელი რაგბის მწვრთნელი, უორენ გეთლენდი, შესაძლოა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნოს. ინფორმაციას ავტორიტეტული ახალ ზელანდიური გამოცემები ავრცელებენ.
ბრიტანულ და ახალ ზელანდიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და გეთლენდი საქართველოს ნომერ პირველი არჩევანია.
უორენ გეთლენდი თანამედროვე რაგბის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია. ახალ ზელანდიელ სპეციალისტს განსაკუთრებით წარმატებული სამწვრთნელო მოღვაწეობა უელსის მორაგბეთა ნაკრებსა და ბრიტანელ & ირლანდიელ ლომებში ჰქონდა.
გეთლენდის ხელმძღვანელობით უელსი 4-ჯერ გახდა 6 ერის ტრიუმფატორი (3 გრანდ სლემი). მის სახელს უკავშირდება ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების 3 წარმატებული ტურნეც.
გეთლენდი ცნობილია, როგორც მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია მინიმალური რესურსებით, მაქსიმალურად ძლიერი და დისციპლინირებული გუნდის შენება – სწორედ ამიტომ ზელანდიელი სპეციალისტი ბორჯღალოსნებისთვის იდეალურ კანდიდატურაა.
როგორც აღვნიშნეთ, გეთლენდი მთავარი კანდიდატია, მაგრამ მედიაში 2 სხვა კანდიდატურაც განიხილება – ბრივის მთავარი მწვრთნელი, პიერ-ანრი ბრონკანი და პერპინიანის ყოფილი მწვრთნელი, ფრენკ აზემა.
წარმატებები საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს!











