Centered Image

ბრონკანმა დაადასტურა – ახალი მწვრთნელი გარკვეულია

ბორჯღალოსნებს სათავეში ფრანგული “ბრივის” მთავარი მწვრთნელი ჩაუდგება, რომელსაც ქართველ მორაგბეებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

51 წლის ფრანგმა მწვრთნელმა, პიერ-ანრი ბრონკანმა დაადასტურა, რომ ზაფხულში საქართველოს სარაგბო ნაკრების თავკაცი გახდება. მან აღნიშნულის შესახებ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს ბრივს დატოვებს და მუშაობას ახალ ამპლუაში გააგრძელებს.

ბრონკანმა საფრანგეთის TOP 14-ის კლუბი გასული წლის ნომბერში ჩაიბარა, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს თანამშრომლობა მალევე შეწყდება. ფრანგმა მწვრთნელმა ამჟამინდელ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა, ხოლო როდესაც საქართველოს ნაკრებში გადასვლაზე ჰკითხეს, მისი კომენტარი ასეთი იყო:

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიქნები. კონტრაქტი ჯერ არ გაგვიფორმებია, თუმცა, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ივლისში საქართველოს ნაკრებს აუცილებლად ჩავიბარებ”.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რაგბის კავშირისთვის პიერ-ანრი ბრონკანი თავიდანვე პრიორიტეტული ვარიანტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბორჯღალოსნებთან დაკავშირებით ფრანკ აზემასა და უორენ გეტლანდის კანდიდატურებიც გაჟღერდა, საბოლოოდ, არჩევანი მაინც ბრივის თავკაცზე შეჩერდა.

ბრონკანს თითქმის ოცწლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ფრანგულ ბლანიაკში, ოშში, სტად ორილიაკში, კოლომიეში, ტარბში, ტულუზასა და კასტრში უმუშავია, ამჟამად კი, როგორც აღვნიშნეთ, ბრივს წვრთნის. სანაკრებო ასპარეზზე ის ერთადერთხელ ვიხილეთ, როდესაც 2023 წელს ავსტრალიის ეროვნული გუნდის მწვრთნელი ასისტენტი იყო. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე პიერ-ანრი ბრონკანის მამა – ანრი ბრონკანი ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბში იყო. 

საქართველოს ნაკრები ახალ მწვრთნელს მას მერე ეძებდა, რაც დეკემბრის შუა რიცხვებში ინგლისელ რიჩარდ კოკერილთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა. ბორჯღალოსნების ახალი თავკაცისთვის მთავარი გამოწვევა მომავალ მსოფლიო თასზე წარმატებული გამოსვლა იქნება. 2027 წელს ტურნირი ავსტრალიაში შედგება, საქართველო კი B ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთანა და რუმინეთთან მოხვდა და მიზნად პლეი ოფში გასვლა ექნება.

წარმატებები “ბორჯღალოსნებს”!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading