Centered Image

დონალდ ტრამპი: “ოლიმპიადის გახსნა ნამდვილი სირცხვილი იყო”

ამერიკის ექს-პრეზიდენტმა, ოლიმპიადის სკანდალურ გახსნაზე თავისი აზრი დააფიქსირა.

“მე ჩავთვალე, რომ ის რაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ვნახე, ნამდვილი სირცხვილი იყო.

მომისმინეთ, მე კონკრეტულად არავის წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, იცით, თუ რამდენად ფართო თვალსაწიერის ადამიანიც ვიყავი ყოველთვის. მაგრამ იმას, თუ რაც პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ჩაიდინეს, გარდა სირცხვილისა, ვერც ერთი სხვა სიტყვით ვერ აღვწერთ.” განაცხადა ტრამპმა.

ასევე ტრამპს დაუსვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავს ის 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას იმ შემთხვევაში, თუ მას ისევ აირჩევენ პრეზიდენტის პოსტზე:

“რთული სათქმელია, მაგრამ რაც დაზუსტებით ვიცი, საიდუმლო სერობა ნამდვილად არ იქნება წარმოდგენილი, ყოველ შემთხვევაში იმ სახით, რა სახითაც ვნახეთ პარიზში.” თქვა ტრამპმა ფოქს ნიუსის ეთერში.

ასევე შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის კონტროვერსიულ გახსნის ცერემონიას, საფრანგეთის ეპისკოპოსმა ქრისტიანებისთვის პროვოკაციული და იმედგამაცრუებელი უწოდა, ხოლო ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ არავის წყენას არ აპირებდბნენ და ის, რომ გამოკითხვებით, მოსახლეობის 87%-მა მოიწონა ცერემონია, ნიშნავს, რომ მიზანი სავსებით მიღწეულია.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading