ლონდონის ჩელსისთან ჩატარებული ფეერიული მატჩის შემდეგ საფეხბურთო ელიტა ხვიჩას ქებად დაიღვარა.
ხვიჩა კვარაცხელიას პარიზ სენ-ჟერმენი უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე ლონდონის ჩელსის გადაეყარა. პირველი მატჩი, რომელიც პარიზში გაიმართა, კვარას ბენეფისი გამოდგა. მაშინ, როცა ანგარიში 2:2 იყო, ხვიჩა მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა და ამის შემდეგ ჯერ დიდებული ასისტი გააკეთა, მერე კი დუბლი შეასრულა და მასპინძლებს ჯეროვანი გამარჯვება, 5:2 მოუტანა. ბუნებრივია, კვარა მატჩის MVP და ყველაზე თვალწარმტაცი ფეხბურთელი გახდა.
ამ მატჩის შემდეგ ევროპული პრესა ხვიჩაზე ისევ დაუღალავად ალაპარაკდა. ასევე სასიხარულოა, რომ ხვიჩას მიმართ ქება არც ფეხბურთის ლეგენდებმა დაიშურეს. ვნახოთ რამდენიმე მათგანი, თუ ვინ და რა ფორმით გამოხატა ხვიჩას მიმართ აღფრთოვანება:

ტიერი ანრი: “ყველამ ვიცით რა დონის ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია. ის მოედანზე შემოვიდა და თამაშის სცენარი შეცვალა!”
პიტერ შმეიხელი: “როცა ხვიჩა თამაშობს, პარიზ სენ-ჟერმენი სულ სხვა გუნდი ხდება”.
ლიზარაზუ: “ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით, პარი სენ-ჟერმენმა შემდეგ ეტაპზე გასვლა თითქმის გაინაღდა”.
ლიამ როსენიორი: “კვარაცხელიას მე-4 გოლი ფანტასტიკური იყო. ამას მსოფლიოში ვერცერთი მეკარე ვერ აიღებდა”.
პიტერ შმეიხელი: “კვარა, შენ მხოლოდ 30 წუთი დაგჭირდა იმისთვის, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყავი. 30 წუთი… ამისთვის 90 წუთის თამაში აღარ გჭირდება”.
𝗚𝗢𝗔𝗟: “ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი ცვლილება! ჩელსი იბრძოდა, მაგრამ მოედანზე შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა და ისიინ 30 წუთში დაასრულა!”
𝗧𝗛𝗘 𝗚𝗨𝗔𝗥𝗗𝗜𝗔𝗡: “კვარაცხელიას ტექნიკამ და მოულოდნელობამ მთლიანად გატეხა „ჩელსის“ დაცვა”.
𝗥𝗘𝗨𝗧𝗘𝗥𝗦: “ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის გამარჯვება შთამბეჭდავი ფინალური მონაკვეთის წყალობით უზრუნველყო.”
𝗟’𝗘𝗤𝗨𝗜𝗣𝗘: “ეს იყო წარმოუდგენელი ცვლილება, რომელმაც პსჟ-ის თამაში სრულიად შეცვალა!”
𝗙𝗢𝗢𝗧𝗕𝗔𝗟𝗟 𝗧𝗢𝗗𝗔𝗬: “უშიშარი და დაუნდობელი! ხვიჩა კვარაცხელია სწორედ ისაა, ვინც ჩელსის აკლია”.
𝗧𝗛𝗘 𝗧𝗢𝗨𝗖𝗛𝗟𝗜𝗡𝗘: “ხვიჩა კვარაცხელია ჩელსისთვის ნამდვილი ღამის კოშმარი იყო!”
𝗖𝗨𝗟𝗧𝗨𝗥𝗘 𝗣𝗦𝗚: “9 ქულა! ცვლილებიდან შემოსულ ფეხბურთელებს ქულას არ ვუწერთ, მაგრამ ეს საოცრება იყო!”
𝗘𝗨𝗥𝗢𝗦𝗣𝗢𝗥𝗧: “ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მას სულ რაღაც 30 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ მატჩის საუკეთესო გამხდარიყო. ეს წარმოუდგენელია”
ნამდვილად სასიამოვნო წასაკითხია – 6 გოლითა და 4 საგოლე პასით მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელია პარიზ სენ-ჟერმენის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა.
წარმატებები ხვიჩა კვარაცხელიას!











