Centered Image

თორნიკე საკალათბურთო კლასიკოში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების კაპიტანს ტრავმის გამო გაცდენილი პერიოდი აშკარად ეტყობოდა.

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ACB ლიგის 23-ე ტურში “ელ კლასიკო” შედგა, ხოლო თორნიკე შენგელია ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა.

ჩვენი ნაკრების კაპიტანს მცირე დაზიანების გამო ბოლო მატჩები გაუცდა, მაგრამ ამჯერად მადრიდის რეალთან თამაში მოახერხა. “კლასიკოში” მადრიდელებმა საკმაოდ მარტივად, 95:76 გაიმარჯვეს. რეალურად, თითქმის თანაბარ თამაშში გადამწყვეტი მეორე პერიოდი გამოდგა, რომელშიც რეალმა მეტოქეს 21 ქულით აჯობა და ასეთი ჩამორჩენა ბარსამ მეორე ტაიმში ვეღარ აღმოფხვრა.

თორნიკე შენგელიამ “ელ კლასიკოში” პარკეტზე დაახლოებით 15 წუთი გაატარა, მისი მონაგარი კი 2 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი იყო. ზოგადად, ეს თორნიკეს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე პასიური და სუსტი მატჩი იყო, რაც დიდწილად ტრავმით გამოწვეულმა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობამ განაპირობა.

მადრიდელებში საუკეთესო არგენტინელი ფაკუნდო კამპაცო გამოდგა, რომელმაც 15 ქულა და 5 პასი დააგროვა. გარდა ამისა, 14 ქულა ჩააგდო გაბრიელე პროჩიდამ, ხოლო 13 მარიო ჰეცონიამ. ბარსელონადან 15 ქულიანი იან ვესელი და 14 ქულიანი უილ კლაიბერნი გამოირჩნენ.

ბარსელონა ლიგა ენდესაში 15 მოგებით და 8 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 მარტს, უნიკახას უმასპინძლებს. რეალი 21 გამარჯვებით და 2 მარცხით ლიგა ენდესას რეგულარულ სეზონს ლიდერობს და დიდი ალბათობით, ამ ეტაპს პირველ ადგილზე დაასრულებს.

წარმატებები თორნიკე შენგელიას!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading