ტაილანდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, იტალიის ნაკრები ბრაზილიას დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 3-2 (22:25, 25:22, 28:30, 25:22, 15:13) დაამარხცხა.
ეს VNL-ის და ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონებისთვის ზედიზედ 35-ე გამარჯვება იყო.
იტალიელების რიგებში, ტრადიციულად საუკეთესო ანტროპოვა იყო, რომელმაც 28 (22 შეტევაში, 6 ბლოკი) ქულა მოაგროვა. სუპერ მატჩი ჰქონდა გამოცდილ სილასაც. 30 წლის მოთამაშის ანგარიშზე 21 ქულა იყო, რომლის ძირითადი ნაწილი მეოთხე სეტზე მოვიდა, როდესაც გუნდი 2024 წლის შემდეგ პირველ მარცხთან იყო ახლოს.
შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ბრაზილიელთა ლიდერი გაბი იყო. კაპიტნის მონაგარმა 29 ქულა შეადგინა, ხოლო ეფექტიანობამ 20%-ს გადააჭარბა. 31 წლის ფრენბურთელი 5+ქულის ამღებებს შორის ერთადერთი იყო შეხვედრაში მსგავსი პროცენტით.
“ალბათ მაყურებელი კარგად გაერთო ასეთი მატჩით. დამიჯერეთ, მონაწილეობა კიდევ უფრო გასართობი იყო, მით უმეტეს დასასრულიდან გამომდინარე. ვამაყობ ჩემი გუნდით, უმძიმესი მეტოქე დამარცხებულია, თუმცა მთავარი მატჩი წინ გველის.” განაცხადა გუნდის ბომბარდირმა, ეკატერინა ანტროპოვამ.
ფინალში, ველასკოს გუნდი თურქეთს შეხვდება, რომელმაც იაპონია ოთხსეტიან მატჩში დაამარცხა.
მოგების შემთხვევაში, იტალიას, უნიკალური შანსი აქვს იყოს ოლიმპიადის, მსოფლიოს ჩემპიონატის და VNL-ის მოქმედი ჩემპიონი. შეხვედრა ხვალ, ჩვენი დროით 16.30-ეა ჩანიშნული. მესამე ადგილისთვის მატჩი ბრაზილიასა და იაპონიას შორის კი პირველის ნახევარზე გაიმართება.











