Centered Image

კოკერილმა გაფართოებული რაზმი დაასახელა

ნოემბრის ტესტებისთვის ბორჯღალოსანთა რიგებში 19 ლეგიონერი იქნება, 16 მათგანი კი შავ ლომს წარმოადგენს.

ბორჯღალოსნებმა “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე 2025 წელის შემოდგომის ტესტ-მატჩებისთვის მზადება დაიწყეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქერილმა გაფართოებულ შემადგენლობაში 35 მორაგბეს უხმო, საიდანაც 20 მორკინალი, 15 კი ხაზის მოთამაშეა. მათგან 19 ლეგიონერია – 18 საფრანგეთიდან და ერთი ინგლისიდან, 16 კი ‘შავ ლომს’ წარმოადგენს.

სამწუხაროდ, ნიკა აბულაძე ტრავმის გამო შემოდგომის ტესტ-მატჩებს გამოტოვებს, მის ნაცვლად კი ბორჯღალოსნების შეკრებას ნიკოლოზ ხატიაშვილი შეუერთდა.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა შემოდგომის ტესტებზე:

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), ირაკლი აფციაური (ლიონი), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), ბექა გიგაშვილი (ტულონი), კახაბერ დარბაიძე (შავი ლომი), ვანო კარკაძე (ოიონა), ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი); მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), თემურ წულუკიძე (ოიონა); ბექა გორგაძე (პო), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), ბექა საღინაძე (ლიონი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი), გიორგი სინაურიძე (შავი ლომი);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), ლუკა მატკავა (ოიონა), თედო აბჟანდაძე (ორიაკი), გიორგი კვესელაძე (გრენობლი), დემე თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), გიორგი შველიძე (ბრივი), ზაურ ლუტიძე (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), შალვა აფციაური (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

ნოემბერში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 3 ტესტ მატჩს გმართავს. 8 ნოემბერს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ აშშ-ს, 15 ნოემბერს კი კანადას ეთამაშება. 22 ნოემბერს ბორჯღალოსნები უკვე თბილისში „მიხეილ მესხზე“ ტიერ1-ის გუნდსა და ერთ-ერთ გამორჩეულ მეტოქეს, იაპონიას შეერკინებიან. ნოემბრის სამივე მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

წარმატებები ჩვენი რაგბის ნაკრების ბიჭებს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading