Centered Image

“მერსედესის” დომინაცია და რქებწაჭრილი “ხარები”

“რედ ბული” ახალ რეგლამენტს ვერ მოერგო. ისევე, როგორც მოქმედი ჩემპიონი.

ჩინეთის გრან-პრიმ, ახალი რეგლამენტით გამოწვეული ძალთა გადანაწილება კიდევ უფრო მკაფიო გახადა.

შაბათი დღის სპრინტის შემდეგ, როდესაც “ვერცხლისფერმა ისარმა” დუბლი შეასრულა, ხოლო რასელმა, ქულების მაქსიმუმის მოგროვება განაგრძო, ვითარება არც კვირის მთავარ რბოლაში შეცვლილა. იმ განსხვავებით, რომ “მერსედესის” დუეტში, დომინანტის როლში, რასელი, ანტონელიმ ჩაანაცვლა.

“ფერარის” ნორმალური სტარტის მიუხედავად, რბოლაში მოვლენებმა მალევე ჩვეული სახე მიიღო – იტალიური გუნდი, მესამე ადგილისთვის ბრძოლაზე გადაერთო. საინტერესოა, რომ წინა უიკენდის და სპრინტისგან განსხვავებით, ამჯერად, ლეკლერმა ჰემილტონთან დუელი წააგო და მეოთხე ადგილს დასჯერდა. შედეგად, სირ ლიუისმა, იტალიური საჯინიბოს რიგებში ჩატარებულ 26 რბოლაში, პირველი პოდიუმი იზეიმა. ხოლო გამარჯვებისთვის ბრძოლა, ფაქტობრივად არც შემდგარა.

19 წლის კიმი ანდრეა ანტონელი, ჯერ ისტორიაში პოულის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა, შემდეგ კი მეორე ყველაზე ახალგაზრდა უკვე უშუალოდ რბოლის გაამრჯვებული (მაქსის შემდეგ).

რაც შეეხება ფერსტაპენს, ნიდერლანდელის მანქანა, პელოტონში ისევ ერთ-ერთი ყველაზე ნელი იყო და ისევე როგორც ავსტრალიაში, “რედ ბულს” ბოლიდის რბოლიდან მოხსნა მოუწია. წარმუატებლად იასპარეზა მაქსის წლევანდელმა მეწყვილემ, ჰაჯარმაც.

ასევე ფიასკო განიცადა მოქმედმა ჩემპიონმა “მაკლარენმა”. ნორისის და პიასტრის გუნდმა, ტექნიკური პრობლემების გამო, ვერც ერთი ბოლიდი ტრასაზე ვერ გამოიყვანა.

დღის მრბოლელი კი რა თქმა უნდა ანტონელი გახდა. საერთო ჩათვლაში, კიმი, რასელს 4 ქულით ჩამორჩება, მესამე ადგილზე მყოფი ლეკლერი კი 13-ით.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading