პორტუგალიელს, ალეგრისთან კონფლიქტი არ ეპატია.
La Gazzetta dello Sport-ის ინფრომაციით, მილანელები მზად არიან თავიანთ გამორჩეულ ვარკსვლავს შეელიონ. მიზეზი კი ის კონფლიქტია, რომელიც მას სერია-ს გასული ტურის შეხვედრაში, “ლაციოსთან” 0:1 მარცხისას ნაადრევი ცვლილების შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელთან ჰქონდა, როდესაც ფეხბურთელმა, ჯერ მის დასამშვიდებლად მისულ ალეგრის ხელი ჰკრა, შემდეგ კი გასახდელში საქმის გარჩევა კრისტიან პულიშიჩს დაუწყო.

გამოცემის ინფორმაციით, პორტუგალიელის კონტრაქტში არსებობს გამოსყიდვის ზუსტი თანხა – 170 მილიონი ევრო, თუმცა “როსონერი” კმაყოფილი იქნება, თუ ვინგერს, 80 მილიონად გაასხვისებს.
ვარსკვლავთან განშორებას, “მილანი” ივნისშივე აპირებს, ხოლო კლუბებთან მოლაპარეკებს საერთოდაც უახლოეს კვირებში დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ ლეაუთი დაინტერესება, ამ მომენტისთვის, მხოლოდ საუდის არაბეთის კლუბებმა გამოთქვეს.
რაც შეეხება პორტუგალიელის შემცვლელს, ასეთად “მილანში” “ლაიპციგის” ფლანგელი ანტონიო ნუსა ესახებათ. 20 წლის ნორვეგიელი, დაახლოებით 35 მილიონ ევროდ ფასდება.











