Centered Image

მტკივნეული მარცხი ირლანდიასთან

მოგება ხელიდან ჩვენთვითონვე გავუშვით.

ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი გამართა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა.

ირლანდიელებთან 16:22 დავმარცხდით და თითქოს, მხოლოდ ანგარიშიდან გამომდინარე, სავსებით ნორმალური და მთლიანობაში მისაღები შედეგი დაფიქსირდა (ძლიერ გუნდთან საბრძოლო მარცხი, ბონუს ქულით). თუმცა შეხვედრის სურათიდან გამომდინარე, მარცხი, ჩვენი ახალგაზრდული გუნდების ბოლოდროინდელ ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე საწყენი აღმოჩნდა.

ყველაფერი ისევე დაიწყო, როგორც წარიმართა გუნდის პირველ შეხვედრაში ავსტრალიელებთან. ჩვენებს არაფერი გამოსდიოდათ, მეტოქეებს ყველაფერი. მწვანეებმა 12 ქულით წაიყვანეს, თუმცა ცირეკიძემ ორი ჯარიმის გადატანა მოასწრო და ტაიმი მხოლოდ ექვსი ქულით დავთმეთ.

მატჩის მეორე ნახევარში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ კოლოსალური უპირატესობა ჩაიგდეს ხელში, რაც ნიკა ლომიძის ლელოში აისახა.

შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ჩვენმა გუნდმა წინ გასვლა მოახერხა – 16:15. ამაზე არ დავკმაყოფილდით და მეტოქის ბოლომდე დაჩაგვრა ვცადეთ, რაც თითქმის გამოგვივიდა.

ჯერ მეტოქის ლელოსთან (საეჭვო მსაჯობით) გაგვაჩერეს, შემდეგ კი ცირეკიძე, მატჩის გმირიდან ანტიგმირად იქცა და ერთი მეორეს მიყოლებით, ორი ხელსაყრელი საჯარიმო ააცილა.

ამას ჩვენი ცხრიანის და ათიანის ტრამვებიც მოჰყვა, რის გამოც, ბოლო წუთებზე თავს 14 კაცით ვიცავდით.

საბოლოოდ იმედგაცრუებას და წნეხს ვეღარ გავუძელით და უკვე გაწითლებულ დროში, 84-ე წუთზე, ირლანდიამ 25 ფაზიანი შეტევა ლელოთი და მატჩის ჩვენი ხელიდან გამოღლეტვით დააგვირგვინა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა, უმცროს „ბორჯღალოსნებს“ 9 ივლისს, იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ელით.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading