Centered Image

ნაკრებს კიდევ ერთი ამხანაგური ჩაუნიშნეს

საზღვაო მეზობლებთან სარაგბო მატჩები დაგვაკლდა და ამიტომაც, საფეხბურთო დაპირისპირებებით ავინაზღაურებთ.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2 ივნისს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

რუმინეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის მონაწილეა და მუნდიალზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. მირჩა ლუჩესკუს გუნდი, 26 მარტს, პლეი-ოფის ნახევარფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო თუ იმარჯვა, 31 მარტს, სლოვაკეთსა და კოსოვოს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება. ვნახოთ საქართველოსთან მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი მატჩი იქნება თუ რიგითი სამეზობლო დაპირისპირება.

საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს აქამდე ერთმანეთში სულ 8 მატჩი გაუმართავთ – აქედან რუმინელებმა 5-ჯერ მოიგეს, 2 მატჩი ფრედ დასრულდა, ბოლო დაპირისპირებაში კი საქართველომ მეტოქე 1:2 დაამარცხა. სხვათაშორის, იმ მატჩში ნაკრებში სადებიუტო გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

ივნისამდე, საქართველოს ნაკრებს კიდევ 2 ამხანაგური თამაში აქვს დაგეგმილი. ქართველი ფეხბურთელები 26 მარტს თბილისში ისრაელის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ, 29 მარტს კი, კაუნასში, ლიეტუვასთან მატჩია დანიშნული.

წარმატებები საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading