ქართული და მსოფლიო ვარსკვლავის ახალგაზრდა ვარსკვლავმა თავი ახალ დონეზეც ძალიან მაგრად წარმოაჩინა.
ყველაზე პრესტიჟული შიდა სარაგბო ჩემპიონატი, საფრანგეთის “TOP 14” გახურდა. მეორე ტურის მატჩები გაიმართა და ჩვენმა ვარსკვლავმა, დავით ნინიაშვილმა ახალ გუნდში ბენეფისი მოიწყო – სავსე არენაზე ნინი უბრალოდ ბრწყინავდა.
პირველად ისტორიაში “სტად მარსელ-დეფანდრზე” თავისუფალი ადგილი არ იყო. ლა როშელმა TOP 14-ის მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი სრული ანშლაგის ფონზე ჩაატარა. დავით ნინიაშვილმა ახალ გუნდში სადებიუტო მატჩი კი ლელოთი აღნიშნა.
ქართველი მორაგბე სასტარტო 15-ეულში იყო და კლერმონის დამარცხებაში წვლილიც შეიტანა. ნინიაშვილმა მატჩის 78-ე წუთზე კლერმონს ლელო დაუდო და ლა როშელის უპირატესობა გაზარდა.

დებიუტი მართლაც ასეთი უნდა ინატრო: სავსე ტრიბუნები, გამარჯვება და სადებიუტო ლელო.
ნინიაშვილის გუნდმა სეზონში პირველი მატჩი მოიგო. ლა როშელი პირველ ტურში ბორდოსთან სტუმრად 18:23 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერის გუნდი მესამე ტურში ასევე ვარსკვლავური ტულონის წინააღმდეგ ითამაშებს.
წარმატებები დავით ნინიაშვილს!











