
საშა ზვერევი საფრანგეთის ღია პირველობის მეორე ფინალსტია.
გერმანელმა ჩოგბურთელმა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პირველად მოახერხა დიდი სლემის ფინალში გასვლა. 2020 წლის ამერიკის ღია პირველობაზე, ის ავსტრიელ დომინიკ ტიმთან, ხუთსეტიან ორთაბრძოლაში დამარცხდა, თან ისე, რომ სეტებში 2:0 მიჰყავდა.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ ზვერევი, როლან გაროს ზედიზედ მეოთხე ნახევარფინალს თამაშობდა, თუმცა აქამდე სამივე ნახევარფინალი წაგებული ჰქონდა, მათ შორის 2021 წლის ნადალთან შეხვედრაში ტრამვის გამო მოხსნით.

„ნამდვილად ვერ აღვწერ გრძნობებს, ამ კორტთან ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი და უბედური წამებია დაკავშირებული. პირველმა ორმა სეტმა უმაღლეს დონეზე ჩაიარა, მესამედან კი კასპერს შენელება დაეტყო, რითიც საბედნიეროდ ვისარგებლე.“ განაცხადა მატჩის შემდეგ გერმანელმა ჩოგბურთელმა.
როგორც შეხვედრის შემდგომ გაირკვა, ნორვეგიელ მოთამაშეს მთელი დღის განმავლობაში მუცელი აწუხებდა, რის გამოც, ზვერევთან ფორმალური ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა (სავარაუდოდ იმის გამო, რომ შესაძლო ენტეროვირუსი არ გადაედო). აქამდე ტურნირზე მსგავსი პრობლემები მეოთხედფინალში გამოთიშულ ქალთა შორის მსოფლიოს მეორე ჩოგან, არინა საბალენკას და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს აწუხებდა.
ზვერევი ფინალში კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება, რომელსაც პირად შეხვედრებში 5:4-ს უგებს, მათ შორის დიდ სლემებზე უკანსკნელი გამარჯვებაც სწორედ გერმანელმა, 2024 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე მოიპოვა.










