ანდრჟეი დუდას, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, უსაქმოდ დარჩენა არ სურს.
როგორც ცნობილია, ოლიმპიური კომიტეტის მრავალწლიანი მმართველი, ტომას ბახი, ორგანიზაციას მომავალ სეზონში დატოვებს. მის პოსტზე კი უკვე არაერთი მსურველი აღმოჩნდა, მათ შორის რამდენიმე მოულოდნელიც.
დუდას ამ სურვილზე, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ კვასნევსკიმ გვამცნო:
“ანდრჟეი კრეატიული ადამიანია. საპრეზიდენტო ვადის 2025 წელს ამოწურვის შემდეგ, მას დიდი პოლიტიკიდან ჩამოცილება არ სურს და ეძებს თუ რითი შეუძლია მისი ტალანტის ადამიანს დაკავდეს. რამდენადაც შემატყობინეს, დუდას ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარეობის სერიოზული სურვილი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ის ამ იდეით გარკვეულწილად შეპრყობილიცაა, თუმცა მიზნის განხორციელება გაჭირდება.
მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტი, ჯერ ორგანიზაციის წევრებს ირჩევს და უკვე შემდეგ ლიდერებს. ძირითადად ეს ადამიანები ყოფილი სპორტსმენები, მწვრთნელები და სხვადასხვა სახის სპორტული ჩინოვნიკები არიან.
გარედან მოსულ პირებს, ამ ორგანიზაციაში, ნაკლებად სწყალობენ.
თუმცა არსებობს ხვრელი ამ ჩიხში. ოლიმპიურ კომიტეტს, უამრავი სკანდალის ფონზე რაც ბოლო წლებში გადახდა, ეხება ეს დოპინგს თუ არასასურველი ქვეყნების ოლიმპიადებზე მონაწილეობას, შესაძლოა პირიქით, გარეშე პირის და გამოცდილი პოლიტიკოსის მოყვანა წაადგეს კიდეც. ორგანიზაცია ამაზე სერიოზულად იფიქრებს. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ გმონია, რომ დუდას ნაადრევად ჩამოწერა არ ღირს.” განაცხადა პოლონეთის ექს-პრეზიდენტმა.
ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 21 მარტსაა დაგეგმილი.











