ნეგრეირას საქმემ, ახალი მიმართულება შიეძინა.
ლა ლიგის მისამართით პრესაში გამოთქმული პრეტენზიებიდან, მადრიდელები, სასამართლოში გადანიცვლებენ.
As-ის ინფორმაციით, სასჯელი, რომელიც “ბარსელონას” დაუმტკიცდა ზედმეტად მოკრძალებული იყო და ზიანს, არა მხოლოდ მადრიდულ გუნდს, არამედ სრულიად ესპანურ ფეხბურთს მიადგა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამეფო სასამართლომ, კატალუნიური გუნდი დამნაშავედ ლა ლიგის მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტისთვის, ხოსე ნეგრეირასთვის ქრთამის მიცემაში სცნო. 2001-დან 2018 წლების ჩათვლით, “ბარსელონამ”, ნეგრეირას, ჯამში 8.4 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა ნეგრეირას მხრიდან, მსაჯებზე ზეწოლის ფაქტის დადგენა ვერ მოხეხრდა, რის გამოც, სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ამას კი “რეალის” ადვოკატების მხრიდან სასამართლოში შეტანილი სარჩელიც დაემატება. As-ი აღნიშნავს, რომ აქცენტი, გაკეთებული იქნება ლა ლიგისთვის მიყენებულ რეპუტაციურ ზარალზე და რადგან “ბარსას” ამ პერიოდში მოპოვებული შიდა ტიტულების ჩამორთმევა თითქმის გამორიცხულია, “რეალი”, კომპენსაციის სახით, კატალუნიელებისგან სოლიდურ თანხას მოითხოვს. საუბარი, სავარაუდოდ ასეულობით მილიონ ევროზე წავა.











