Centered Image

რომანოს დასანქცირება ემუქრება

გავლენიანი იტალიელი ინსაიდერი უკვე FIFA-სა და “მართლმსაჯულების” დაკვირვების ობიექტად იქცა.

გახმაურდა ცნობა, რომ გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი/ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო პრობლემებში გაეხვა. ინფორმაციის თანახმად, რომანოს ფიფამ თავისივე სასამართლოში უჩივლა.

ამის მიზეზი მარტივია – ორგანიზაცია იტალიელს ადანაშუალებს ფუნდამენტური დეტალების დარღვევაში, რაც განსაკუთრებით ეხება აგენტების საქმიანობას, კონტრაქტისა და ანაზღაურების დეტალებს. ამასთანავე, FIFA ზაფხულიდან აქტიურად დაიწყებს გამოძიებას კლუბების დირექტორებსა და აგენტებზე, რომლებიც ჟურნალისტებს მსგავს ინფორმაციებს აწვდიან. ბუნებრივია, რომ ამ მხრივ ყველაზე დიდი “ლუპის” ქვეშ სწორედ ყველაზე ბევრი ინფორმაციის მქონე იტალიელი მოხვდა.

ამ ფაქტიდან მალევე ცნობილი გახდა, საჩივარს თვითონ ფაბრიციო ამზადებს, ოღონდ არა FIFA-ს, არამედ რამდენიმე გავლენიანი გამოცემის წინააღმდეგ, როგორებიც არიან “L’equipe”, “The Mirror” და “OneFootball”. რომანოს საჩივრის მიხედვით ამ გამოცემებმა თავიანთი არაზუსტი ინფორმაციებით მისი, როგორც ჟურნალისტის რეპუტაცია და პროფესიული საქმიანობა დააზიანეს, რის სანაცვლოდაც კომპენსაციის სახით დაახლოებით 10-15 მილიონი ევროს ფარგლებში ანაზღაურებას ითხოვს.

ფაბრიციო რომანო თანამედროვე ფეხბურთში დიდი კაცია – მთელი თავისი კონტაქტებით, გავლენებითა და ავტორიტეტით. ყველამ იცის, რომ FIFA არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ბოლომდე “კრისტალურად” მუშაობს და შესაბამისად, მსგავსი გავლენის მქონე ჟურნალისტთან ღია კონფლიქტი, მითუმეტეს თანამედროვე, სოციალური ქსელების ეპოქაში, დიდად არ უნდა აწყობდეს. ამიტომაც, მოვლენები როგორ განვითარდება, ნამდვილად საინტერესოა.

ინფორმაციების თანახმად, ზაფხულს უნდა დაველოდოთ!

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading