Centered Image

ტომას მიულერის ცხენი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

მიულერის ცხენის ტიტულები – 1. კეინის ტიტულები – 0

ტომასის ცხენმა, “ჩეკერმა”, კონკურის ინდივიდუალური სახეობა მოიგო მხედარ კრისტიან კუკთან ერთად.

“ჩეკერის მეპატრონეებმა ამ ოქროსთვის ბევრი რამ გააკეთეს. მომცეს სრული თავისუფლება მემოქმედა ისე, როგორც საჭიროდ ვთვლიდი და შემპირდნენ, რომ არ გაყიდიდდნენ ცხენს. ტომას მიულერმა და მადლენ შულცმა ეს პირობა პირნათლად შეასრულეს, რაც ჩვენს საქმეში, დამიჯერეთ, რომ არც ისე ხშირი ამბავია” განაცხადა კუკმა.

მიულერი საჯინიბოების და ცხენების მეპატრონე 2010 წლიდან გახდა. ეს სიყვარული მას მეუღლისგან, ლიზასგან გადაეცა, რომელიც ამ საქმეში თითქმის მთელი ცხოვრება ჩართულია.

“სინამდვილეში მთელ ამ პროცესს ლიზა მართავს. მე მხოლოდ სახელები შევურჩიე ცხენებს – ნოიერი, კიმიხი, ლევანდოვსკი.” განაცხადა თავისთვის ჩვეული იუმორით “ბაიერნის” ბოლოდროინდელი ისტორიის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ.

როგორც ექსპერტები ელიან, “ჩეკერთან” გამრავლებაზე მიულერს იმხელა რიგი დაუდგება, რომ საჩემპიონო ცხენის თითო გამრავლებაზე მიულერი დაახლოებით იმდენივეს გამოიმუშავებს, რამდენსაც მიუნხენურ გუნდში ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading