ახლახანს დანიშნული ტუდორის შემცვლელის ძიება უკვე დაწყებულია.
Calciomercato-ს ინფრომაციით, ლონდონელთა ხელმძღვანელობა იმედგაცრუებულია ფეხბურთის იმ ხარისხით, რასაც გუნდი, თუნდაც ტრავმიანობის ფონზე, ხორვატი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ აჩვენებს.
გამოცემა იუწყება, რომ კლუბში უკვე შეეხმიანენ შონ დაიჩს, ასევე “ფერენცვაროშის” დამრიგებელს და ადგილობრივ ლეგენდას, რობი კინს. გარდა ამისა, მიმდინარეობს კონტაქტების ძიება “იუვეს” ექს-თავკაც ტიაგო მოტასთანაც.
Calciomercato-ს ინფომრაციით, საქმე იქამდეც კია მისული, რომ “დეზები” მზად არიან პოჩეტინო ახლავე დაუბრუნონ და აღარ დაელოდონ მსოფლიოს ჩემპიონატის დასასრულს, როდესაც არგენტინელი სპეციალისტის კონტრაქტი, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ამოიწურება. პოჩეტინოს სურვილის შემთხვევაში, ლონდონები, შესაძლოა დათანხმდნენ მისი მხრიდან სამუშაოების შეთავსებასაც.
შეგახსენბთ, ტუდორის მოსვლის შემდეგ, “დეზებმა’ პრემიერ ლიგის სამივე მატჩი დათმეს. “ტოტენჰემი” სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციამდე დაეცა და გასავარდნ ზონას ერთადერთი ქულით ასწრებს.











