სხვაობა დონეში ჯერ კიდევ საგრძნობია.
20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც სწორედ საქართველოში მიმდინარეობს, საპლეიოფო სტადია დაიწყო. ნახევარფინალების პარალელურად, ჩვენთვის უფრო საინტერესო პოზიციებისთვის, 9-12 ადგილებისთვის ბრძოლაც გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.
A ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, მეტოქედ იტალია გვერგო, მატჩი კი კატასტროფულად დავიწყეთ. პირველ 26 წუთში, მასპინძლებმა 6 ლელოს გაშვება მოახერხეს და მართალია, ჩამორჩენა ამაზე დავასტაბილურეთ, საბოლოოდ, მაინც 24 ქულით – 19:43 დავმარცხდით.
ჭაბუკი “ბორჯღალოსნების” მხრიდან ლელოები ძოძუაშვილმა, რაზმაძემ და აღნიაშვილმა დადეს, ხოლო ხალვაშმა, ორი გარდასახვა ზუსტად გამოიყენა.
შედეგად, ჩვენი ნაკრები მეთერთმეტე-მეთორმეტე ადგილებისთვის ბრძოლაში ფიჯის 18 ივლისს გაეჯიბრება. კუნძულელებმა, თავიანთი მატჩი ირლანდიასთან დათმეს.
აღსანშნავია, რომ ფინალში, სამხრეთ აფრიკის ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. აფრიკელებმა ინგლისი გამოაგდეს, ხოლო “მამლებმა” ახალი ზელანდია დატოვეს გადამწყვეტი მატჩის გარეშე.











