ლიამ როსენიორი ზაფხულიდან გუნდს სათავისო კადრებით შეავსებს.
ლონდონის ჩელსიში ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგნენ. მიმდინარე სეზონი როგორც არ უნდა დასრულდეს, ლონდონურმა კლუბმა ზაფხულის გეგმა გაწერა და რამდენიმე სატრანსფერო სამიზნეც უკვე ცნობილია.
2026/27 სეზონის დაწყებამდე, ჩელსიმ დიდი შანსია სტარსბურგიდან ვალენტინ ბარკო გაიფორმოს! მხარეებს შორის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია, უახლოეს კვირებში კი ლონდონელები 21 წლის არგენტინელი უნივერსალის ტრანსფერის დახურვას შეეცდებიან.

ვალენტინ ბარკო სტრასბურგის ფეხბურთელია, რომელიც როგორც მოგეხსენებათ “BlueCo“-ს საკუთრებაში იმყოფება (ჩელსის მფლობელი კომპანია), შესაბამისად, თუ ლონდონურმა კლუბმა მოინდომა, არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერს საკმაოდ მარტივად დახურავს. მსგავსი გარიგება 2025 წლის ზაფხულშიც შედგა, როდესაც სტემფორდ ბრიჯის ბინადრებმა სტრასბურგიდან ემანუელ ემეგა დაიმატეს (ნიდერლანდელი ჩელსის 2026 წლის ზაფხულში შეუერთდება).
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ჩელსის სხვა პოტენციურ სამიზნეებზეც უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, თუმცა ერთი რამ ფაქტია – დიდი შანსია ვალენტინ ბარკო ლონდონური კლუბისთვის სხვა ბევრთან ერთად ზაფხულის პირველი შენაძენი გახდეს.











