Centered Image

ცხენის გალახვა არ აპატიეს – სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი პარიზში არ იასპარეზებს

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, შარლოტა დიუჟარდინი, პარიზის თამაშებს გამოტოვებს. მიზეზი სკანდალური ვიდეო გახდა, რომელშიც ბოლო პერიოდის ერთი-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ბრიტანელი სპორტსმენი, ცხენს, 19 წლის შეგირდის ვარჯიშის დროს, უმოწყალოდ ურტყამს.

დათვლის შედეგად, აღმოჩნდა, რომ დიუჟარდინი ცხენს წუთში 24-ჯერ ურტყამს. ეს ფაქტი მოსწავლეს არ მოეწონა და თავის სპონსორსთან იჩივლა, რომელიც ტიტულოვან ბრიტანელს, გოგონას ვარჯიშში ფულს უხდიდა. სპონსორმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, შარლოტს ფარულად ვიდეო გადაუღო და საცხენოსნო ფედერაციას გაუგზავნა.

“ის რაც ამ დღეს მოხდა, ოდნავადაც არ ასახავს არც ჩემს ხასიათს და არც იმას, თუ როგორ ვავარჯიშებ ხოლმე ცხენებს, ან ვასწავლი შეგირდებს. ძალიან დიდ სირცხვილს განვიცდი, უკეთესი მაგალითის მიმცემი უნდა ვიყო ადამიანებისთვის.” განაცხადა 39 წლის სპორტსმენმა და პარიზის ოლიმპიადას იმავე დღეს მოეხსნა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ამის აუცილებლობა არ ყოფილა, რადგან ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ, დიუჟარდინს, ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

შარლოტა დიუჟარდინი, საცხენოსნო სპორტის ნამდვილ ცოცხალ ლეგენდად შეიძლება ჩაითვალოს. მას სამ ოლიმპიადაზე აქვს მონაწილეობა მიღებული და არცერთიდან სახლში მედლის გარეშე არ დაბრუნებულა, ჯამში კი სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო აქვს მოგროვებული.

აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა ახლოსაც კი არაა პირველი საცხენოსნო სპორტში. უკვე წელსვე, მსგავსი სკანდალი ამერიკელ სეზარ პარას გადახდა თავს – მიზეზი ასევე ვიდეოში მისი ვარჯიშის მოხვედრაა.

არანაკლებს სკანდალური იყო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, მარკ ტოდის შემთხვევა. ახალი ზელანდიის წარმომედგენელმა, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ცხენს ჯოხი ათჯერ დაარტყა, რაც ასევე მოხვდა ფარულ ვიდეოზე. ტოდმა არათუ ბოდიში არ მოიხადა ამის გამო, არამედ განაცხადა, რომ აბსოლუტურად ყველა, ვინც ცხენს სერიოზულ დონეზე ავარჯიშებს, მსგავს ხერხებს მიმართავს და დიდი წარმატების მიღწევა სიხისტის გარეშე შეუძლებელია, განსხვავება კი იმაშია, თუ ვის გადაუღებენ ფარულად და ვის არა. ამ სიტყვების გამო, ტოდმა, არათუ დისკვალიფიკაცია მიიღო, არამედ საერთოდ ლიცენზიაც კი დაკარგა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading