საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უხერხული ნახევარფინალი ექნება.
რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში რუმინეთს დაუპირისპირდება. 21 თებერვალს, ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს და საკუთარ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, მეორე ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში კი პორტუგალიამ ცოტა მოულოდნელად, ძალიან დიდი სხვაობით, 44:7 გაანადგურა რუმინეთი. ნახევარფინალში, როგორც ჯგუფის მეორეადგილოსანი, რუმინეთი ჩვენ გვერგო.
რაგბი ევროპის ნახევარფინალები 7/8 მარტს გაიმართება და ბადის მეორე მხარეს პორტუგალია ესპანეთს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებს ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ (17) აქვს მოგებული, მეორეზე კი რაოდენობით (5) რუმინეთია. საერთოდ, ტურნირს ბოლო 8 წელია საქართველო იგებს და აბსოლუტური დომინანტია.

წარმატებები საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს!











