Centered Image

ბადი ჰილდი დასავლეთ სანაპიროზე გადმოინაცვლებს

,,გოლდენ სტეიტ უორიორსმა” ახალი შუთერი დაიმატა.

,,ოქროს შტატელები” ,,ფილადელფია 76-ერსს” შეუთანხმდნენ და ,,sign-and-trade” პრინციპით ბადი ჰილდი ,,უორიორსში” აღმოჩნდა.

ჰილდი ლიგაში 2016 წელს მოვიდა და ამ 8 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ელიტარულ მსროლელად ითვლებოდა. გასული სეზონის მიმდინარეობისას იგი ,,ინდიანა პეისერსმა” ,,ფილადელფიაში” გაუშვა, თუმცა ბადი ჰილდს, რომელსაც აქამდე პლეი-ოფში თამაშის გამოცდილება არ ჰქონია, თავი ვერც რეგულარულსა და ვერც პოსტ-სეზონში ვერ გამოიჩინა. აქედან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ ჰილდი ფილადელფიაში კარიერას ჯანსაღად ვეღარ გააგრძელებდა. ამიტომაც, ფილადელფიას უფასოდ რომ არ დაეკარგა, ,,sign-and-trade” პრინციპით გაუშვა დასავლეთში და სანაცვლოდ NBA-ს 2031 წლის დრაფტის მეორე რაუნდის პიკს მიიღებს. დიდი ვერაფერი შვებაა, მაგრამ მთლად უფასოდ დაკარგვას, ალბათ ჯობდა.

ბოლო პერიოდში, ,,უორიორსის” მენეჯმენტმა რამდენიმე მძიმე შეცდომა დაუშვა და ეს გუნდის შედეგებზეც აისახა. განსაკუთრებული რეპუტაციული დარტყმა კლეი ტომპსონის დაკარგვა იყო. მართალია, კლეი ტრავმის შემდეგ თავის თავს აღარ ჰგავდა, მაგრამ ის მაინც ამ გუნდის ლეგენდაა და უკანასკნელი დომინანტი დინასტიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. ბადი ჰილდის სახით კი გუნდმა ერთ-ერთი ელიტარული მსროლელი მიიღო, რომელიც ბოლო სეზონებში 40+ პროცენტით ესვრის პერიმეტრიდან, თამაშში საშუალოდ 7.6 მცდელობა აქვს და სეზონში 200-ზე მეტ სამქულიანს აგდებს. რთულად სავარაუდოა, ჰილდი თავისი ,,ზარმაცი” დაცვით სტივ კერის სქემებში რამდენად ხარისხიანად ჩაჯდება, მაგრამ თუ ბადი ,,გოლდენს” მოერგო და საკუთარ ნახევარზე თამაშს მოუმატა, წესით მეომრებს უნდა გამოადგეს. ბადი ჰილდმა ორ წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ ორი სეზონის განმავლობაში, ანაზღაურების სახით 21 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading