“ლოპოტა სპა რეზორტი”, მასშტაბურ საერთაშორისო საჩოგბურთო ტუნრირს, კიდევ ერთხელ მასპინძლობს.
Lopota Tennis Open-მა სტარტი 26 აპრილს აიღო და 9 მაისის ჩათვლით, ორი დამოუკიდებელი ტურნირის ფარგლებში ჩატარდება.

ამ ღონისძიებას, ლოპოტა უკვე მესამედ მასპინძლობს, თუმცა წლევანდელი შეჯიბრი გასულ ვერსიებთან შედარებით უფრო მასშტაბური იქნება და W75 და W50-იან კატეგორიებს გააერთიანებს.
ტურნირი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (International Tennis Federation – ITF) ეგიდითა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება. მასში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის პროფესიონალი ქალი ჩოგბურთელი იღებს მონაწიელობას.

Lopota Tennis Open ყველაზე მაღალი კატეგორიის ქალთა ტურნირია ჩოგბურთში, რაც ამ დრომდე საქართველოში ჩატარებულა.











