Centered Image

ბათუმის ,,დინამოს” ცუდი სტარტი აქვს

სამწუხაროდ, ჩემპიონებმა ევრო სარბიელზე ბრძოლა, ცუდად დაიწყეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სანაკრებო ტურნირები არ დასრულებულა, საკლუბო ფეხბურთში ციებ-ცხელება უკვე დაიწყო. 10 ივლისს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. საქართველოდან აღნიშნულ ტურნირზე ბათუმის ,,დინამო” მოღვაწეობს, როგორც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი. უნდა ვაღიაროთ, რომ ბათუმელებს მეტოქედ საკმაოდ ძლიერი და უკანასკნელ წლებში ევროტურნირებზე უკვე კარგად გამოცდილი გუნდი, რაზგრადის ,,ლუდოგორეცი” ერგოთ.

ორმატჩიანი დუელის პირველ შეხვედრას სწორედ რაზგრადმა უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებს ბურთის ფლობის კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ (61%-39%), უფრო სახიფათო მომენტებს მაინც მეტოქე ქმნიდა და შესაბამისად უფრო მეტი გოლიც, მასპინძლებმა გაიტანეს.

ანგარიში მე-13 წუთზე ,,ლუდოგორეცის” განელმა ლეგიონერმა, ბერნარდ ტეკპეტეიმ გახსნა. ამას მალევე მოჰყვა ბრაზილიელი რიკის გოლი, რითაც მატჩის 24-ე წუთზე ბულგარელებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.

ამის შემდეგ ბათუმელებმა თამაში უფრო დაამშვიდეს და მეორე ტაიმში გამოჩნდა, რომ ანდრეი დემჩენკოს გუნდისთვის ეს არ არის ბარიერი, რომლის გადალახვაც არ შეიძლება. მატჩის 62-ე წუთზე ბათუმელებმა მარცხენა ფლანგზე მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს, ონორე გომისმა ვლადიმერ მამუჩაშვილი საჯარიმოში მშვენიერი პასით მოძებნა და ბათუმელთა ერთ-ერთმა ლიდერმა სხვაობა შეამცირა.

ბათუმელები თამაშს ისევ აკონტროლებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ მცირე მოდუნების გამო, მეტოქეს კიდევ ერთი ბურთის გატანის საშუალება მისცეს. 74-ე წუთზე ბათუმელთა კარში მესამე და მატჩის უკანასკნელი გოლი ნორვეგიელი ასლაკ ფონ ვიტრის ანგარიშზეა.

ამ გუნდების განმეორებითი მატჩი უკვე 17 ივლისს, ბათუმში, ჩვენი დროით 21:00 საათზე გაიმართება, იქამდე კი სხვა ქართული გრანდები თავიანთ მატჩებს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართავენ. 11 ივლისს, ჩვენი დროით 21:00 საათზე, ქუთაისის ,,ტორპედო” საშინაო არენაზე ალბანურ ,,ტირანას” დაუხვდება, თბილისის ,,დინამო” კი მონტენეგროს ,,მორნარ ბარს” ესტუმრება. აღნიშნული მატჩი ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

წარმატებებს ვუსურვებთ ქართულ კლუბებს ევროსარბიელზე. იმედია, ქართული ფეხბურთისთვის ამ პოზიტიურ წელს, ნავსი გატყდება და ევროპულ ტურნირებზე, უკვე ჩვენს კლუბებსაც ვიხილავთ.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading