ფაქტია, პარიზელებმა მოთამაშის სურვილი გაითვალისწინეს.
ლივერპულმა პსჟ-სგან ბრედლი ბარკოლას ტრანსფერის თაობაზე თანხმობა მიიღო.
მერსისაიდელები 100 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. დამატებითი პუნქტების მიხედვით, ტრანსფერი საბოლოო ჯამში 140 მილიონამდე აიწევს. სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტები სულ მალე გაიცვლება. ამას გავლენიანი ინსაიდერებიც ადასტურებენ.
2025/2026 წლების სეზონში ბარკოლამ პსჟ-სთვის 49 შეხვედრაში ითამაშა, თუმცა მნიშვნელოვან მატჩებში დიდწილად სათადარიგოთა სკამიდან. ამ დროში ფრანგმა შემტევმა 13 გოლის და 7 ასისტის შესრულება შეძლო. შეგახსენებთ, რომ ბრედლის პარიზელებთან ერთად 2 ჩემპიონთა მოიგო.
ცოტა ხნის წინათ მიკა გოდტდის ტრანსფერმა ცხადყო, რომ გუნდი ბარკოლას გასაშვებად მოემზადა. ბრედლისაც მას შემდეგ, რაც გუნდში კვარაცხელია და დუე გამოჩნდნენ, პსჟ-მ 2-ჯერ ზედიზედ ჩემპიონთა ლიგა ისე მოიგო, რომ ბარკოლას “დიდება” ნაკლებად ხვდა წილად.
ლივერპულში გაშვება თავად ბარკოლას სურვილი იყო და პატივსაცემია, რომ პარიზულმა გუნდმა ეს გაითვალისწინა. თავის მხრივ, მერსისაიდელებსაც ახალი, ვარსკვლავური სისხლი სჭირდებოდათ და ამისთვის საკმაოდ ძვირიც გადაიხადეს.










