Centered Image

იბერიას მწვრთნელი ისტორიული მატჩის წინ

კორღალიძე იმედიანადაა განწყობილი.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, იბერია 1999 თავისთვისა და ქვეყნისთვის ისტორიულ მატჩს ჩაატარებს. ქართული კლუბი ისტორიაში პირველად, კონფერენს ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში ბელგიურ სენტ-ტრუიდენს დაუპირისპირდება. მატჩი 15 ოქტომბერს, 23 საათზე გაიმართება.

თამაშამდე პრესასთან გუნდში ახლად დაბრუნებულმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ და რამდენიმე ფეხბურთელმა პრესასთან ისაუბრეს:

ლევან კორღალიძე: “დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი დიდი რანგის ტურნირზე წარმატებით დავიწყებთ ასპარეზობას. საქართველოს სახელს წარმოვადგენთ და ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

იბერიაში პირველად არ ვმუშაობ, აქ მესამედ მოვედი და ყველა თბილად დამხვდა. შესაბამისად, გუნდთან შეგუება არ გამჭირვებია.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ძალიან სწრაფი გუნდია, ხარისხიანი ფეხბურთელებით. მეტოქის თამაში გავაანალიზეთ და მზად ვართ, რომ ჩვენი გეგმა მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ”.

ჟურნალისტებს იბერიას ფეხბურთელებიც გაესაუბრნენ:

გიორგი მაკარიძე, იბერიას მეკარე: “ვხვდებით, რომ ეს თამაშები ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდში კარგი გარემოა, კარგი განწყობა გვაქვს. შევეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ. მთელი გუნდი 100%-ით დაიხარჯება და მაქსიმუმს გაიღებს. ხელოვნურ ბალახზე თამაში სასიამოვნო არ არის, თუმცა ვითარება ასეთია”.

ნიკა სიხარულაშვილი, იბერიას შემტევი: “მზადება კარგად მიმდინარეობს, მინდორს შევეგუეთ, მოწინააღმდეგეც კარგად შევისწავლეთ და მატჩს ველოდებით. სტადიონზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ და ვეცდებით, ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. განვლილი გზა დამეხმარება, მეტი თავდაჯერებით ვიქნები და ვეცდები, გოლები აქაც გავიტანო”.

წარმატებები იბერია 1999-ს! – ქართულ ფეხბურთში ახალი ისტორიული თავის წერა იწყება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading