102-ე ტიტული და დაუმარცხლებლის სტატუსი ჩინეთის დედაქალაქში.
ალექსანდრ ზვერევთან და დანიილ მედვედევთან მოგებული ტიტანური მეოთხედფინალური და ნახევარფინალური მატჩების შემდეგ, ნოლე ფინალში ალექს დე მინორს დაუპირისპირდა, რომელიც სწორედ იმითაა ცნობილი, რომ მთელი კარიერის განმავლობაში თავისზე სუსტ მეტოქეებს უგებს, ხოლო ძლიერებთან მარცხდება ხოლმე.
სამწუხაროდ, საოცრად სანახაორბივი ტურნირის ფონზე, ფინალი იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა. 7:6-ით დასრულებული პირველი სეტის შემდეგ, ორივე ჩოგბურთელმა ექიმი გამოიძახა, ხოლო მეორე სეტის პირველივე გეიმის მერე, ავსტრალიელი ჩოგბურთელი მატჩიდან ტრავმის გამო მოიხსნა.
შედეგად, ჯოკოვიჩმა, რომელიც ბეიჯინში 11-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, თავის ერთ-ერთ საყვარელ ტურნირზე 34 შეხვედრიდან 34-ივე მოიგო. ჯამში კი ეს სერბის 102-ე ტიტული იყო. რეკორდი, შეგახსენებთ, ჯიმი კონორსს ეკუთვნის და ის 109 მოგებულ ტურნირის შეადგენს. ფედერერის აქტივში კი 103 ტიტულია.
ასევე, ამ გამარჯვებით, რომელიც სეზონში პირველი იყო ლეგენდარული ჩოგბურთელისთვის, გაგრძელდა სერბის კიდევ ერთი სარეკორდო სერია – 2006 წლიდან მოყოლებული, ნოლე წელიწადში მინიმუმ ერთ ტიტულს იღებს.
საინტერესოა, რომ ნოვაკს, ბეიჯინის ხუთასიანის მოსაგებად, დასჭირდა ათეულის სამი წევრის დამარცხება, ანუ იმაზე მეტის, ვიდრე ალექსანდრ ზვერევს თავისი ორივე სლემის მოგებისთვის ჯამურად.
თავად ნოლე, მოგების შემდეგ ათეულში დაბრუნედება და მერვე პოზიციას დაიკავებს.











