Centered Image

მამუ პირველად ოქროსფერში

ლეიკერსმა სეზონის გახსნითი მოსამზადებელი მატჩი დამაჯერებლად მოიგო.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო მამუკელაშვილმა, ლოს ანჯელეს ლეიკერსის მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატარა. NBA-ში რეგულარული სეზონისწინა (ე.წ. Preseason Games) მატჩები მიმდინარეობს, რასაც მწვრთნელები, ოქტომბრის დასაწყისში, გუნდების დასაკომპლექტებლად გამოიყენებენ.

ლეიკერსს თანაშტატელმა საკრამენტო კინგსმა უმასპინძლა და სტუმრებმა 103:127 გაიმარჯვეს. სანდრო სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა პარკეტზე 19 წუთი გაატარა და თავიც გამოიჩინა. ამ დროში მამუმ 8 ქულა, 5 გადაცემა, 1 მოხსნა და 2 ჩაჭრა შეასრულა. მამუმ 4-დან 2 სამქულიანი და 4-იდან 1 ორქულიანი ჩააგდო.

ლეიკერსის შემადგენლობაში, ყველაზე შედეგიანი, ლუკა დონჩიჩი გამოდგა – სლოვენიელმა 21 ქულას მოუყარა თავი მხოლოდ 16 ნათამაშებ წუთში.

ლეიკერსი პრე-სეზონის მატჩების სერიას გოლდენ სტეიტთან სტუმრობით გააგრძელებს.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading