Centered Image

ბერნარდომ ოცნება აისრულა

9 წლიანი მანჩესტერული ცხოვრების შემდეგ მზიან კატალონიაში.

ბარსელონამ პრაქტიკულად დახურა 31 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას ტრანსფერი. როგორც ცნობილია, ფეხბურთელის პრეზენტაცია მსოფლიო ჩემპიონატამდე შედგება და მას გულშემატკივარს წარუდგენენ.

ბერნარდუს მანჩესტერ სიტიში კონტრაქტი ამოეწურა და გვარდიოლასთან ერთად დაემშვიდობა ეტიჰადს. შესაბამისად, შეზღუდული რესურსების მაგრამ დიდი პრესტიჟის მქონე ბარსელონამ პორტუგალიელი თავისთან წამოიყვანა და თან, გაცილებით დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ. ახალი კონტრაქტის თანახმად, ბერნარდუ სილვა ბარსელონაში წლიურად დაახლოებით 8-9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ბერნარდუს აქამდეც უთქვამს, რომ ბარსელონა მისი ოცნების გუნდი იყო. მისი გადაბირება ატლეტიკოსაც სურდა, გაცილებით უკეთესი პირობებით, მაგრამ პირადად ბერნარდუმ გადაწყვიტა ყველაფერი ბარსელონას სასარგებლოდ.

ამრიგად, ბერნარდუ სილვა ბარსელონას მეორე შენაძენად იქცა, ენტონი გორდონის შემდეგ, მაგრამ დიდი სხვაობით – გაცილებით დაბალი ანაზღაურებით, სრულიად უფასო ტრანსფერი და ამასთანავე, ბევრად დიდი კლასი და გამოცდილება.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading