Centered Image

დიდი კავშირის დასასრული – ჯუღელისა და კვარას კავშირი უკვე წარსულია

ქართველი ვარსკვლავის მამამ, წარსულში ასევე ფეხბურთელმა, ბადრი კვარაცხელიამ ინფორმაცია დაადასტურა.

ქართულ საფეხბურთო სივრცეში მოქმედი ყველაზე ცნობილი აგენტი, მამუკა ჯუღელი ყველაზე დიდი ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი აღარ არის. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ დაადასტურა და ჯუღელის შესახებ საკმაოდ თბილადაც ისაუბრა:

“მამუკა ჯუღელი აღარ არის ხვიჩას აგენტი. ეს გადაწყვეტილება ორივე ოჯახმა ერთად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივიღეთ. ხვიჩაც აქ იყო და ერთობლივად გადავწყვიტეთ, თანამშრომლობა დაგვესრულებინა. მამუკა ჯუღელს, როგორც აგენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ხვიჩას კარიერულ წინსვლაში. მამუკას მადლობა ვუთხარით ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში გააკეთა ხვიჩასთვის, ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ. ამ ეტაპზე ხვიჩას აგენტი არ ჰყავს. შემოთავაზებები არის, ბევრს აქვს კვარაცხელიასთან თანამშრომლობის სურვილი და ცხადია, სწორედ ხვიჩა და მისი ოჯახის წევრები გადავწყვეტთ, ვისთან ერთად გააგრძელებს მუშაობას”.

მამუკა ჯუღელს ხვიჩა კვარაცხელიას კარიერულ ცხოვრებაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი. კვარას რუსეთში თამაშის პერიოდში გულშემატკივრები მის მიმართ საკმაოდ ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებდა მისი “რუსული ჟარგონებით” საუბრის მანერა. დროთა განმავლობაში, კეთილგანწყობილებასთან ერთად, ეს უკვე კარგი სახუმარო საკითხი გახდა. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ ფაქტში, რომ დღეს ხვიჩა პსჟ-ს ერთ-ერთი წარმყვანი ვარსკვლავია, მამუკა ჯუღელს წვლილი აუცილებლად მიუძღვის.

ბუნებრივია, ხვიჩა უკვე საფეხბურთო სამყაროში სხვა კალიბრის ვარსკვლავია და მასზე ნადირობას უდიდესი სააგენტოები დაიწყებენ. მთავარია, ხვიჩამ ისე ჯადოსნურად თამაში გააგრძელოს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.

  • “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

    “კელტებმა” “მოხეტიალეები” დაარბიეს

  • ალკარასი როლან გაროს ფინალშია

    ალკარასი როლან გაროს ფინალშია

  • პირველად 2020-ის შემდეგ

    პირველად 2020-ის შემდეგ

  • დედოფალი იგა

    დედოფალი იგა

  • იმედგაცრუება და ანტირეკორდი

    იმედგაცრუება და ანტირეკორდი

Discover more from AmbassadoriSport

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading